საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ოლიმპიადის საგზური ვერ მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა კოლომიეში გამართული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა და ტოკიოს საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს.

პირველი დღის შემდეგ ჩვენი გუნდი მოწინავე რვა გუნდს შორის მოხვდა და თასის მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა, 4 უპასუხო ლელო გაუშვა და მომავალმა ფინალისტმა 28:0 იმარჯვა, რითაც ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას გამოგვთიშა.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში მეტოქედ გერმანია გვერგო, რომელსაც წინა დღეს ჯგუფურ ეტაპზეც ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, რევანში არ შედგა. მართალია, ამჯერად მეტოქემ მხოლოდ 3 ლელო გაიტანა, თუმცა პასუხის გაცემა ვერ შევძელით და 0:19.

მე-7 ადგილისთვის იტალიას შევხვდით. მეტოქე ორი ლელოთი დაწინაურდა, რაზეც ივანე ხელაიამ ტაიმის ბოლოს უპასუხა და სხვაობა 7 ქულამდე დავიდა. მეტოქემ ლელო-გარდასახვა მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა, რის შემდეგაც ნიკო აფციაურმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო და იტალიამ 21:19 იმარჯვა.

ოლიმპიადის პირდაპირი საგზური ინგლისმა მოიპოვა. მან ფინალში საფრანგეთი 31:7 დაამარცხა. მე-3 ადგილისთვის ირლანდიამ პორტუგალიას 26:12 სძლია და გაისად, საფრანგეთთან ერთად, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ითამაშებს.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე პოლონეთში ითამაშებს.

განვლილ ტურნირსა და სამომავლო გეგმებზე 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ ისაუბრა:

„ის გუნდები, რომლებიც უკვე წლებია 7-კაცა რაგბის განვითარებაზე ზრუნავენ, ჩვენზე წინ დარჩნენ. შეგვეძლო იტალიის დამარცხება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპი გველის და ვეცდებით, რუსეთთან ერთად მასაც გადავასწროთ, რაც ჰონ-კონგის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლებას მოგვცემს“.

„ვფიქრობდით, რომ კოლომიეში მეხუთე-მეექვსე ადგილს დავიკავებდით, მაგრამ ამისათვის ჯერ მზად არ აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთები დავკარგეთ და ასეთი დონის მეტოქეები ამას არ პატიობენ. ტურნირის მსვლელობისას ტრავმებით სამი მორაგბე დავკარგეთ, რამაც უკეთესი ადგილის დაკავებაში ხელი შეგვიშალა. ვფიქრობ, მომდევნო სამი წელიწადი იმავე ჯგუფმა უნდა იმუშაოს და 2024 წელს საფრანგეთის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი გვექნება. საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, იქ უკონკურსოდ მოხვდება. იმედია, ინგლისი პარიზში მსოფლიოს სერიიდან მოხვდება და ეს კონკურენციას შეამცირებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და მომავალ წლებში ჩვენ გვერდით იქნება“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
აშკარად ვერაა კარგად საქმე ჩვენ 7-კაცაში. უკვე რამდენი წელია, ერთ ადგილს ვტკეპნით. რაგბის კავშირი კი ისე იქცევა, თითქოს ეს რაღაც მეათეხერისხოვანი თემა იყოს. ასეთი მიდგომით, კიდევ არაერთ ოლიმპიადას გამოვტოვებთ.
გულშემატკივარი
11:38 15-07-2019
0
უაზრო მოლოდინებს რატო ქმნით ?
ვისთვის უნდა მოგვეგო:ინგლისისთვის,საფრანგეთისთვის თუ ესპანეთისთვის!
Best
03:39 17-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული