ფოტო: facebook.com/GeorgianRugby
პოლონეთში მიმდინარე ევროპული რაგბის სერიებში საქართველოს 7-კაცა ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრაში იტალიის გუნდთან დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა 7:12 წააგეს და მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში უელსს შეხვდებიან.
ამ შეხვედრამდე ქართველებმა 2 შეხვედრა მოიგეს. ჯერ ინგლისი დაამარცხეს (21:12), შემდეგ გერმანიასთან 3 ქულით დამარცხდნენ (12:15) და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში რუსეთი დაამარცხეს - 22:17.
საქართველოსა და უელსის 7-კაცა ნაკრებებს შორის შეხვედრა 16:15 წუთზე დაიწყება.