U18. საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპირველობაზე მეოთხე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და თავისი საუკეთესო მაჩვენებელი (მეშვიდე) სამი პოზიციით გააუმჯობესა.

ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაშის მოგების შემდეგ, თასის მეოთხედფინალში ბელგიას შევხვდით და 4 წუთი დაცვაში მოგვიწია თამაში, მერე ბურთი მოვიპოვეთ, დავით ნინიაშვილმა ხაზი გაჭრა და ძელებშუა გატანილი ლელო თავადვე გარდასახა. მერე იაგო ხაბულიანმა გაჭრა და ტაიმი 14:0 მოვიგეთ, თუმცა მატჩის განახლებისთანავე, ნინიაშვილს ჰაერში უხეშ ბოჭვაში დასდეს ბრალი და წითელი ბარათით გააძევეს.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, დაცვაში სწრაფი გადაწყობით ბურთი
მოვიპოვეთ. ბექა შვანგირაძე ფრთაზე მბოჭავს გაექცა და მესამე ლელო გაიტანა. თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 21:5.

თასის ნახევარფინალში ესპანეთს შევხვდით, რომელიც სწრაფად ათამაშებდა ბურთს. დაცვაში დიდი დროის გატარების შემდეგ ბურთი მოვიპოვეთ და ხელდახელ შეტევა ლაშა კაკაურიძის ლელოთი დასრულდა, რასაც თავადვე ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ესპანეთმა პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ლელო გაქვითა, მეორე ტაიმიც შეტევებში გაატარა და ლელოს ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა.

მეტოქემ სცადა, რომ საქართველო 22-იდან არ გაეშვა, თუმცა კაკაურიძემ მოშიშვლებული ზურგი შენიშნა, ფეხით გადაკიდებულს მიჰყვა და 75-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო გარდასახვით საქართველო დაწინაურდა. სამწუხაროდ, გაწითლებულ დროზე ესპანელებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს, 19:14 იმარჯვეს და ფინალში ისინი გავიდნენ.

მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შევხვდით და ირაკლი ბებიამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში დაშვებული ორი შეცდომა ორ გარდასახულ ლელოდ დაგვიჯდა და მართალია, ბოლოს ნინიაშვილმაც შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ ფრანგებმა გარდასახვებით 14:10 მოიგეს.

საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა, მის მიერ გუშინ 31:7 ძლეულმა ირლანდიამ კი ფინალში ესპანეთს 26:12 მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა თამაშს ვუყურე. ძალიან მაგარი ბიჭები არიან. შწორ გზასდ ადგანან და ბევრს მიაღწევენ. რთი ორი გამართლება და ჩემპიონები ხდებოდნენ.
ნიკო
03:47 19-08-2019
0
ოთხ მოგებულ თამაშში (მათ შორის ირლანდიასთან) აშკარა უპირატესობა ჰქონდათ და ღირსეულად გაიმარჯვეს. ბოლომდე იბრძოლეს ორივე წაგებულ მატჩში და ნიკოს ყველაფერში ვეთანხმები - საჩემპიონო ბიჭები(რაღა ბიჭები, კაცები!!!) არიან და

კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი...
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული