ფოტო: rugby.ge
ქართველი მსაჯები საკლუბო ევროტურნირებში ერთი საფეხურით დაწინაურდნენ და 2019/20 წლების ჩელენჯ ქაფის პირველ ორ ტურში ფრანგულ-ინგლისური კლუბების დაპირისპირებებს განსჯიან.
3-კაციან ქართულ ბრიგადაში მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელია და მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე დაეხმარებიან, ვიდეორეფერი კი უელსელი შონ ბრიქელი იქნება.
პირველ ტურში, 16 ნოემბერს, "ლესთერ თაიგერსი" "პოს" მასპინძლობს. ევროპის პროფესიული კლუბების კავშირმა მისი განსჯა ქართულ ბრიგადას მიანდო. ერთი კვირის შემდეგ, ასევე ინგლისში, "უოსფსი" "აჟენს" უმასპინძლებს და ამ თამაშზეც ზემოთ ნახსენები მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ "უოსპსში" "ბორჯღალოსანი"
უკვე გადაწყვეტილია, რომ ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში, 6 დეკემბერსაც იმსაჯებს. ის კრასნოდარში "ენისეისა" და "კასტრის" შეხვედრას მოემსახურება. ვინ ეყოლებიან ნიკას მესამე ტურში კიდეებზე, მოგვიანებით გაირკვევა.
გასული წლების ევროტურნირებში ქართველი მსაჯები უმეტესად "კონტინენტის ფარზე" მსაჯობდნენ, 2019 წლის დასაწყისში კი ამაშუკელმა ჩელენჯ ქაფზე სოჭში, "ენისეისა" და "ბრისტოლის" თამაში იმსაჯა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით