"ბორჯღალოსნებს" აღარად აგდებენ? - რუსებმა მიზნად რაგბი ევროპის მოგება დაისახეს

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი ამბობს, რომ მათი მიზანი რაგბი ევროპის მოგებაა.

მსოფლიოს თასზე რუსეთის ნაკრებმა ოთხივე მატჩი წააგო, მის მწვრთნელ ლინ ჯონსს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ამბიციური ამოცანა დაუსახეს.

"ჩვენ მოგვწონს ლინ ჯონსთან მუშაობა. უახლოესი ამოცანა რაგბი ევროპაა. თუ ჩვენი გუნდი კონდიციებს შეინარჩუნებს, რომლებიც მსოფლიოს თასზე თავის საუკეთესო შეხვედრებში აჩვენა, მაშინ არამარტო სამეულში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვექნება. ამოცანა მაქსიმალური იქნება - ევროპის ჩემპიონობა", - განუცხადა არტემევმა ТАСС-ს.

რაგბი ევროპა 2020 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება და მასში მონაწილეობას
საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის და ბელგიის ნაკრებები მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ბიჭო, სპორტია, სპორტიი, იმას იტყვიან უნდა წავაგოთო
1
ეს პროვოკაციული სათაური გოიმი ქართველების ასაგდებად არის დაწერილი.როგორც ყველა ნორმალურ გუნდს მათაც მიზანი დაისახეს.საქართველო როდის ახსენეს.ისე წლებია 6 ერს გავიძახით და სინამდვილეში კატასტროფული სხვაობა რომ არის კლასში ამაზე რას იტყვით.
თემო
14:58 29-10-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული