ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ უკვე დაასახელა ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 23 დეკემბერს ქუთაისში შეიკრიბება და რომელთაგან 30 11 იანვარს არგენტინაში გაემგზავრება.
საქართველო XV "ხაგუარესთან", რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ საკონტროლო მატჩს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს, რომელიც ბუენოს-აირესიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული.
ჩვენი გუნდი ბუენოს აირესში მეორე დღესვე ბრუნდება და "ხაგუარესთან" მეორე შეხვედრას 24 იანვარს დედაქალაქში, არგენტინის შიდა ჩემპიონატის ტოპ 12-ის ჩემპიონ
"სან ისიდროს" მოედანზე გამართავს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით