რაგბი

სხვადასხვა

rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და რუსეთის რაგბის ფედერაციის გენერალურმა დირექტორ-თავმჯდომარე სტანისლავ დრუჟინინმა თბილისში სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, - იტყობინება rugger.info.

"მხარეებმა, რაგბის პროპაგანდის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი შემდგომი განვითარების, ერთობლივი შესაძლო ტურნირების ჩატარების და ბავშვთა და ჭაბუკთა სპორტის დონეზე კონტაქტების შესახებ საკითხები განიხილეს.

მიმდინარეობდა განხილვა სპეციალისტების გამოცდილების გაცვლის, აგრეთვე ფუნქციონერთა და მწვრთნელთა სტაჟირების გავლის მიმართულებით".