რაგბი

სხვადასხვა

რაგბი ევროპამ ტურნირები გაურკვეველი ვადით გადადო

AutoSharing Option
მთელი ევროპის მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გავრცელების ფონზე, რაგბი ევროპამ მის მიერ ორგანიზებული თამაშებისა და ტურნირების გაურკვეველი ვადით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაპირველად, რაგბი ევროპამ თამაშები და ტურნირები 2020 წლის 15 აპრილამდე შეაჩერა, თუმცა ცხადი ხდება, რომ ამ დროისთვის ევროპული ქვეყნების რაგბის კავშირები, მორაგბეები და ოფიციალური პირები საერთაშორისო მატჩების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის მზად არ იქნებიან.

რაგბი ევროპა პატივს სცემს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს. ის ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და მხოლოდ კომპეტენტური ორგანიზაციების რეკომენდაციით მიიღებს ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას.

„განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ,
რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა იმ ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა, რომელიც რაგბიშია ჩართული, ჩვენთვის პრიორიტეტია და ამიტომ, ყველა ტურნირს განუსაზღვრელი ვადით ვაჩერებთ. არ განახლდება ტურნირები და მატჩები მანამ, სანამ არ შესრულდება ამისათვის საჭირო ყველა პირობა, მათ შორის, არ იქნება დრო გუნდების მოსამზადებლად“ – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.

რაგბი ევროპის ეგიდით, ყოველწლიურად 20-ზე მეტი ტურნირი და 80-ზე მეტი მატჩი იმართება, მათ შორის, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 7-კაცასა და 7-ქალას ტურნირები, ასევე, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირები.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ