აშშ-ის რაგბის ფედერაცია გაკოტრდა

AutoSharing Option
როგორც AFP იტყობინება, ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის ფედერაციამ გუშინ, 31 მარტს, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა.

ფედერაციამ გაკოტრების შესახებ უკვე გამოუშვა სპეციალური ბრძანება, რომელიც რეორგანიზაციისა და რესტრუქტურირების საშუალებას იძლევა. განცხადებაში წერია, რომ ფედერაციის ფინანსური პრობლემები კორონავირუსის რაგბიზე ნეგატიური ზეგავლენით არის გამოწვეული.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეჯიბრებების შეჩერებამ შემოსავლების რადიკალურად შემცირება გამოიწვია. ასევე, ტექსტში აღნიშნულია, რომ ფედერაცია დახმარებას რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პატივცემულო ადმინებო, სანამ დიდი სპორტი უქმობს, ერთი თხოვნა და შეთავაზება მაქვს, იქნებ მოაბათ თავი? კარგი იქნებოდა მგონია. ე.წ. პოლი რომ გააკეთოთ, საქართველოს ნაკრების ყველა დროის ნაკრები რომ შევადგინოთ თითოეული პოზიციის მიხედვით. მაგალითად ჯერ მარცხენა ბურჯზე დაასახელოთ 7 კაცი და ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ხმის მიცემით გამოვავლენთ ჩვენი აზრით საუკეთესოს და ასე ბოლომდე. რას იტყვით? იქნებ არაა ცუდი იდეა? წინასწარ გმადლობთ
ზაალ
08 აპრილი 2020 16:30
0
თუ მაქინაციას არააქვს ადგილი საღოლ როგორ მოახერხეთ ჩვენი ფედერაციის რეზიდენტი წაიყვანეთ აგაყვავებთ 5წელია არ გაურყევია ერთი ადგილი მიჩერებულია ბიძინას გაირყიემოიძიე ტვ ტრანსლიაცია რაღაცა იღონეჩემიონატის ყურადობა რომ გაიზარდოს კლუბებს ლეგიონერების ჩამოყვანაში დაეხმარე წარმიოდგინე ფიჯელებით სამოელებით გაზლიერებული ჩვენი კლუბები როგორ სანახაბას დადებენ მაყურებელიც მივა და ტვ დაინტერესდებიან. მაგრამ რატო შეიწუხოს თავი ხელფასი კარგი აქვს ნაკრები ასეთუისე წვალობს და არი ეს არხეინად.
კახა
01 აპრილი 2020 18:59
7
კახა, ძმა, შენ გშურს ხელფასი რომ არ გაქვს? ისე განათლებას მიხედე ჯობია და გაარკვიე გაკოტრება რას ნიშნავს და თან აშშ-ში. განათლებას მიხედეთ თქვენმა სასტავმა.
kaxas
02 აპრილი 2020 12:45
2
რუსეთის რაგბის ფედერაცია როგორ აქვს საქმე? სანამ ჩვენ გავანგრევთ იარსებებს თუ გაკოტრების საქმისა გამო თამაშშუუნარობი (მატჩუუნარონი) ქნებიან?
იდალგო
01 აპრილი 2020 17:14
4

სიახლეები პოპულარული