აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება

AutoSharing Option
აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას "guria today" ავრცელებს:

"შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

აქამდე ერთხელ იყო, როცა ლელობურთი არ გაიმართა - 1989 წელს, 9 აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, როცა შუხუთში მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს ბურთი...

ლელოს თამაშის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ვერც კომუნისტებმა გააუქმეს, უბრალოდ, აღდგომის ნაცვლად პირველ მაისს ტარდებოდა. ბოლო წლებში ლელო ძალიან პოპულარული გახდა, მის სანახავად აღდგომას
არაერთი უცხოელი ჟურნალისტი ჩამოდის, რათა ადგილზე ნახოს ის ჟინი და ემოცია, რომელიც ხშირად რამდენიმე საათს გრძელდება. კულტურის სამინისტრომ ლელოს თამაშს გასულ წელს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მასონებს უთქვამთ ჩაატარეთო,კორონავირუსი ლანჩხუთლებს და შუხუთლებს არ ემუქრებათ,პირიქით იქეთ კლავენ ყველა ვირუსსო. :)))
....
04:19 10-04-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული