რუსეთის ნაკრების მორაგბე: მიყვარს ქართული სამზარეულო - მარტში საქართველოსთან თამაში ადვილი იქნებოდა

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა რამილ გაისინმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ "ბორჯღალოსნები" უნდა დაამარცხონ, rugger.info-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"ჩვენი თაობის ისტორიაში პირველად მოგვიწია კარანტინში ამდენი ხნის გატარება. ყველანი ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. ბოლო ნახევარი წელიწადი სახლში ფაქტიურად არ ვყოფილვართ და ოჯახის წევრებთან დროის გატარების საშუალება მოგვეცა, მაგრამ გეგმები მთლიანად შეგვეცვალა. ჯერ სრულად ვერ ჩავდექით ფორმაში, შეკრებაზე გამგზავრებას ვაპირებდით.

ტრავმა მოვირჩინე, დღეში ხანდახან ორჯერ ვვარჯიშობ, ვცდილობ ჩემს რაიონში ვირბინო. სახლში მომზადება ძნელია. პროფესიონალი სპორტსმენები სხვა პირობებსა და დატვირთვებს ვართ მიჩვეულნი.

რეჟიმში ჩადგომას ვცდილობ, ადრე
ვიძინებ, გრაფიკის მიხედვით ვვარჯიშობ. არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელები, ასე რომ, ნორმიდან ჩემი ერთადერთი გადახვევა კვებაა. ბევრმა შეამჩნია, რომ ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. გემრიელი კერძები ჩემი ერთადერთი სისუსტეა.

რაგბი ევროპამ დარჩენილი მატჩები გადაიტანა. ვფიქრობ, სათანადოდ განწყობა ადვილი არ იქნება. ჩვენ ხომ არცთუ წარმატებული სტარტის შემდეგ პორტუგალია და რუმინეთი დავამარცხეთ და აღმავლობის გზაზე ვიყავით. მაშინ საქართველოსთნ თამაში ფსიქოლოგიურად ადვილი იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თათარი და რუსი ჩხუბობს ორივეა ერთი ეში....
გრიშა
18 აპრილი 2020 13:21
0
ჰოკეის მიაცეკით,ფეხბურთს და რაგბს თავი დაანებეთ.
ddgfdf
14 აპრილი 2020 02:47
0
Მგონი პრიატნია ეს მუჟიკი
ანდრი
12 აპრილი 2020 19:37
0
გაისინი - ტათარია ყაზანელი, ამიტომაც ტრადიციულად არ ეტანება არაყს. ისე, აგდებით მიმართვა ღირსებას არ მატებს ადამიანს, ამიტომ პატივი ვცეთ ყველას ცალკე აღებულს და იმპერიებთან ნუ გავაიგივებთ ნებისმიერს.
დავით
12 აპრილი 2020 09:24
7
ალბათობის თეორიით, მეცნიერული სტატისტიკით, მათემატიკური მოდელირებით გაზაფხული ჩვენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსმა შეცვალა ვითარება. ჩვენ საუცხოო ფოემაში ვიყავით, მკვეთრი აღმასვლა გვქონდა და გუნდშიც ისეთი ატმოსფერო იყო, რომ უნდა მოგვეგო საქართველოსთან.

უკვე დროა, მზადდება ყველა პირობა, რომ დროა დავამარცხოთ ძლიერი მეტოქე, დიდი რუსეთის შესაფერისი თამაშიც ვაენოთ და სატურნირო ადგილიც დავიკავოთ.

შემოდგომაც მოვა და ველი, რომ ბევრ წიწილს დავთვლით
ლინ ჯონსი
12 აპრილი 2020 05:13
3
თქვენ სულზე მოგისწროთ კორონამ -ჯგუფიდან გავარდნა არ აგცდებათ, როცა იქნება. ბღლარძუნა რუმინეთს ვუმადლოდეთ, თორემ ახლა მათზე არ იქნებოდით დამოკიდებული.
: )))))))
12 აპრილი 2020 00:05
2
არცთუ წარმატებული კიარა სრული ფიასკო იყო სტარტი თქვენი პატივცემულო რამილ ხო რუმინეთი და პორტუგალია ჩვენც დავამარცხეთ რუმინეთი საკმაოდ იოლად პორთუგალია კი ცოტა გაგვიძალიანდა ხო პორტუგალიასთან უბრალოდ გაგიმართლათ პრინციპში რუმინეთთანაც და რა ფციქოლოგიურ უპირატესობაზე ლაპარაკოპ რამილ გიშველათ დროებით კორონამ თორემ მოგიწევდა ვოდკით საქართველოში განცდილი ფიასკო გაფარჩაკების გადატანა არ მიყვარსო ალკოჰოლი მაგრამ ეს ისეთი ამბავია გაპათიებდა იმპერია რუსეთი რომ ქვია
მურთაზა
11 აპრილი 2020 20:59
2

სიახლეები პოპულარული