რაგბი

სხვადასხვა

მამუკა ხეჩიკოვი რუსეთის ჩემპიონატში ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
rugger.info-ს ცნობით, რუსეთის მორაგბეთა ჩემპიონატის მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშე მამუკა ხეჩიკოვი გახდა.

"მეტალურგის" 32 წლის მორაგბემ გულშემატკივართა გამოკითხვაში 420 ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.

მამუკა ქუთაისელია. ადრე "სპარტაკ გმ"-ში, "კრასნი იარში", "აიასა" და "კუბანში" თამაშობდა. 2014 წელს რუსეთის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მონაწილეობა აქვს მიღებული "ყველა ვარსკვლავის" მატჩში, რომელშიც ლელო გაიტანა.