რაგბი

სხვადასხვა

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ვარსკვლავი ბიუდენ ბარეტი კარიერას მილტონ ჰეიგის მიერ გაწვრთნილ "სანტორი სანგოლიათში" განაგრძობს.

ბარეტი, რომელმაც გასულ წელს "ჰარიქანსი" დატოვა და "ბლუზთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იაპონიაში მხოლოდ 1 სეზონს გაატარებს და 2022 წელს ახალზელანდიურ კლუბს დაუბრუნდება.

"სანტორი სანგოლიათში" ბარეტს მთავარ მწვრთნელად თანამემამულე, საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი მილტონ ჰეიგი დახვდება, ასისტენტი კი ინგლისის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ედი ჯონსი იქნება.

29 წლის ბიუდენ ბარეტი "ოლ ბლექსში" 2012 წლიდან თამაშობს. ახალი ზელანდიის ნაკრების მაისურით 83 მატჩი ჩაატარა და გუნდს
649 ქულა მოუტანა. ბარეტი ორჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო მორაგბედ.

მომზადებულია superrugby.co.nz-ის მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ