პოლიციამ მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

AutoSharing Option
მორაგბის, "შვიდკაცას" კაპიტან რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება." -
ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
იქნებ როგორმე მოვითხოვოთ ახლიდან დაიწყოს კანდიდატების რეგისტრაცია,და გორგოძემ ჩაიბაროს რაგბი! არავითარი აბუსერიძე, ხურციძე და კიდე ვიღაც!!! გორგოძეზე ავტორიტეტი მსოფლიო მასშტაბით არავინ არ გვყავს,ხიდა არც არავის ეპარება ეჭვი მამუკას პატიოსნებას და პროფესიონალიზმში! მოკლედ მამუკა პრეზიტენტად!
გულშემატკივარი
10:26 17-09-2020
0
სამარცხვინოები!! წესიერი ხალხი ჭირდება სპორტს და არა კრიმინალები! ასეთების ხელში გაიზრდება შაქარაშვილის მკვლელების ნაირები, აბა რა...
ბებე
00:43 17-09-2020
1

სიახლეები პოპულარული