რუსებს ქართველებთან თამაში "ბორჯღალოსნებთან" გასამართ მატჩამდე სურთ

AutoSharing Option
რუსული სარაგბო საიტი rugger.info ახმოვანებს იდეას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ნაკრებისთვის კარგი იქნება მათი ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების გუნდთან თამაში.

სტატიის ავტორის გათვლა ასეთია: "დათვებს" შემოდგომაზე ბევრი ტესტ-მატჩი არ უწევს. ერთია, თუ რუმინეთი ესტუმრებათ, მაგრამ თუ ეს შეხვედრა ვერ გაიმართა, ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სარაგბო კავშირს. მათი ვერსიით, რუსებმა ქართველ და სამხრეთაფრიკელ ლეგიონერების ნაკრებთან უნდა ითამაშონ.

იდეის მიხედვით, ფინანსური თვალსაზრისით, ეს მატჩები საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრაზე გაცილებით იაფი დაჯდება, ინტერესი კი გარანტირებული იქნება. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია თუ საშუალებას მისცემთ, ბილეთებითაც
შეიძლება ფულის გაკეთება... რაც მთავარია, ასეთი თამაშები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნოემბერში გასამართი დუელის წინ საუკეთესო გახურება იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ იდეაა, ავტორი ქართველ ლეგიონერთა ნაკრების სავარაუდო შემადგენლობასაც ასახელებს:

1. მიხეილ რატიაშვილი ("მეტალურგი"), 2. გიორგი ჭყოიძე ("ლოკომოტივი"), 3. ტარიელ დონაძე ("ლოკომოტივი"), 4. ვლადიმირ გოგოლიძე ("მეტალურგი"), 5. გიორგი საბანაშვილი ("ბულავა"), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე ("ენისეი-სტმ"), 7. ნიკო აფციაური ("კრასნი იარი"), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი ("მეტალურგი"), 9. რევაზ ბროძელი ("ლოკომოტივი"), 10. ლაშა მალაღურაძე ("ვვა-პოდმოსკოვიე"), 11. დავით მესხი ("ენისეი-სტმ"), 12. ნიკა ცირეკიძე ("ლოკომოტივი"), 13. ნიკოლას ბერძული ("მეტალურგი"), 14. გიორგი ფრუიძე ("კრასნი იარი"), 15. გიორგი აფციაური ("ვვა-პოდმოსკოვიე")

სათადარიგოები: 16. რობერტ სუთიძე ("კრასნი იარი"), 17. მიხეილ ფსუტური ("მეტალურგი"), 18. ზურაბი ერისთავი ("ვვა-პოდმოსკოვიე"), 19. ილია სპანდერაშვილი ("ლოკომოტივი"), 20. ბადრი დანღაძე ("ბულავა"), 21. არსენი მაჩალაძე ("ბულავა"), 22. გოდერძი ჭინჭარაული ("ბულავა"), 23. ირაკლი სვანიძე ("კრასნი იარი").

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო

altშემოდგომის ერთა თასი - ვრცლად ტურნირის შესახებ და ვის ვეთამაშებით

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს დაგდებული რუსი მოკლეს თუ ? :))
გიგა
22 სექტემბერი 2020 15:49
2
საკმაოდ კარგი გუნდი გამოდის.ამდენი ხალხი თუ გვყავდა რუსეთში,არც მეგონა.
სოსო
22 სექტემბერი 2020 12:05
1
აც მე მეგონა (:
VS
25 სექტემბერი 2020 10:23
0
ახლა კი ნამდვილად გამაკვირვეს - რუსი და ასეთი კრეატივი?! ვინც მოიფიქრა, მართლა ძალიან ჭკვიანურად მოუფიქრებია. ეგ კი არადა, ამას პერიოდულად თუ გააკეთებენ, კიდევ უკეთესი მათთვის, ეგებ რამე ისწავლონ!:) ))))))))))))
დავითი
22 სექტემბერი 2020 11:55
1
კარგი იდეაა. მოუგეთ ბიჭებო.
ss
22 სექტემბერი 2020 11:48
0
ძვირფასო ვებ-გვერდის ადმინისტრაციავ, როდემდე უნდა ატრიალოთ ეს სურათი სხვადასხვა სტატიის "დასამშვენებლად"? მე პირადად ძალიან არ მსიამოვნებს ტრამვირებული სპორტსმენის ცქერა, ვინც არ უნდა იყოს ის. არ არი ეს ლამაზი, თორე თქვენ იცით თქვენი საქმისა.
გიგლია
22 სექტემბერი 2020 11:20
6
ეს ცირიზმია, დაბლოკეთ ნებისმიერი ქართველის რაიმე სახის შეხვედრაში მონაწილეობა
rugby
22 სექტემბერი 2020 11:08
6
ნახევარი სარგბო თემი რუსეთში ყოფილა. ამდენი ქართველი რაგბისტი თუ თამაშობდა რუსეთში მართლა ვერ წარმოვიდგენდი
კოტე კოტე
22 სექტემბერი 2020 10:57
1
მაგარი სურათია )))
კობი
22 სექტემბერი 2020 10:52
4
მშვენიერი იდეა აქვთ და ჩვენთვისაც მისაღებია
ბათუმის დინამოს გულშემატკივარიმ
22 სექტემბერი 2020 10:02
0
აქ ისეთი შემადგენლობაა ჩამოთვლილი,ესენიც უპრობლემოდ მოუგებენ,თან სამხრეთელი ლეგიონერებიც დაემატებათ...
გულშემატკივარი
22 სექტემბერი 2020 09:54
1

სიახლეები პოპულარული