ნიკა ამაშუკელი "შემოდგომის ერთა თასის" ორ მატჩში იმსაჯებს

AutoSharing Option
2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს.

22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხმარება.

„ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის მსაჯობა მომიწევს, ხოლო შოტლანდია-ფიჯი იქნება პრინციპული დაპირისპირება“ – ამბობს ამაშუკელი.

„მომიწევს მსოფლიოში უდავოდ ნომერ პირველ მსაჯთან, უეინ ბარნსთან და ენდრიუ ბრისთან მუშაობა, რაც ათასმაგი პასუხისმგებლობაა.
ბარნსი რეპუტაციით და ავტორიტეტით უდავოდ უძლიერესი მსაჯია და მსოფლიო თასის ფინალი მხოლოდ იმის გამო ვერ იმსაჯა, რომ იქ ინგლისის ნაკრები თამაშობდა. პირადად ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს, ეს გასაოცარი ფაქტი და დიდი პატივია“ – განაცხადა 26 წლის მსაჯმა.

ამაშუკელმა 2019/20 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი იმსაჯა; ასევე, ის იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი-ინგლისი და ირლანდია-უელსი; 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი; პრო 14-ში ირლანდიური "მანსთერისა" და სამხრეთაფრიკული "კინგსის" თამაში; ხოლო პრო დე 2-ში (ვანი-მონტობანი) დებიუტში ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვოტ მალადეც!
იდალგო
01:10 25-09-2020
1
იდეალურ მსაჯობას გისურვებ,ნიკა!შენი წარმატება,ჩვენი რაგბის წარმატებაცაა.
სოსო
21:01 25-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული