საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.
ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.
ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:
"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება
რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.
სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.
დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.
იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."
გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:
sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
სამწუხაროდ რაგბის ცოდნით მხოლოდ რიგითი გულშემატკივრის დონეზე ვარ და მხოლოდ ფეხბურთის საშუალებით შემიძლია ავხსნა როგორი დეგრადირებულია ჩვენი ჟურნალისტიკა და როგორ სარგრბლობენ ამით სპეციალისტები, რათა თავიდან აიცილონ საფუძვლიანი კრიტიკა. ერთი კონკრეტული მაგალითი - ყველასათვის ცნობილი ტაიმის უკანასკნელ წუთებზე, ყბადაღებული, „გოლის გასახდელში გაყოლება“, ქართველი ფეხბურთელების სენად რომ მოვნათლეთ და მოთამაშეთა არაპროფესიონალიზმს მივაწერეთ. გაიხსენეთ კომენტატორებისა და ჟურნალისტების გაუთავებელი წუწუნი („კონცენტრაცია დავკარგეთ დასასვენებლად გამზადებულებმა“, „გასახდელში ვიყავით გონებით“, „მატჩი დამთავრებულად ჩავთვალეთ“ და ა.შ.) ამავდროულად სპეციალისტები გაყურსულები არიან და ნამდვილ მიზეზე კრინტს არ ძრავენ. ერთი შეხედვით, ფეხბურთელების ლაფსუსს (როგორადაც გვინდა გავასაღოთ), საფეხბურთო ენაზე, რომ სხვა განმარტება აქვს და ასეთი გოლები პირდაპირ კავშირშია თამაშის ორგანიზებასთან, ანუ მწვრთნელის იაღლიშია, როგორ ფიქრობთ, სპეციალისტებმა არ იციან? - თუ მწვრთნელი, სათამაშო ფაზების დროში მონაცვლეობას და ტემპი-პაუზის ინტერვალს, თავიდანვე ზუსტად ვერ განსაზღვრავს, ან თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე სათანადო კორექტირებას არ მოახდენს, ტაიმისა და, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს, გუნდის გაჩერება, რომ გარდაუვალია, მოთამაშის ბრალია?
ხედავთ მეგობრებო სად ვართ? თქვენ კიდევ გინება გიკვირთ...