საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
სპორტსმენისთვის, მეტადრე ვაჟკაცი რაგბისტისათვის არც ჟურნალისტის გინება, არც სუსტის ცემა, არც მკვლელობა, არც ავარიისას დაღუპული უდანაშაულოებისთვის საკუთარი დანაშაულის გადაბრალება და ამ გზით სასჯელისაგან თავის არიდება და პატარკაცობაა გამართლებული.
Status quo
30 ოქტომბერი 2020 12:32
1
ნელნელა რაგბისტები თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ავლენენ.
Status quo
30 ოქტომბერი 2020 11:58
3
მორაგბე უნდა გამოვიდეს და კაცურად მოიხადოს ბოდიში. თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ლანძღვა გინება არ არის სპორტსმენისთვის შესაფერისი საქციელი
ერეკლე
30 ოქტომბერი 2020 10:33
0
მეტი აფციაური ვაი ჟურნალისტებს!
alt
28 ოქტომბერი 2020 18:11
8
გულშემატკივარი როცა იგინება რომელიმე სპორცმენის მიმართ ეგ არაა გასამართლებელი, არამცთუ მოქმედი სპორცმენი გულშემატკივრის ან ჯურნალისტის მიმართ!!!! მოიცა, ეხლა მე რომ კრიტიკული აზრი დავაფიქსირო და არა შეურაწმყოფელი (ხაზს ვუსვამ არაშეურაწმყოფელი) ამისგამო ვინმემ შეურაწყოფა უნდა მომაყენოს?!!! თუ შნო გაქ და რამის ერთი ადგილი მიდი და მოედანზე დაამტკიცე რომ მოაკეტინო შენ კრიტიკოსებს!!! როცა სპორცმენი ხარ ბევრ რამეზე უნდა შეგეძლოს თუნდაც უსამართლოზეც თვალის დახუჭვა, იმიტომ რომ ეს სპორცმენის მძიმე ხვედრია!!! გულშემატივარია ზუსტად რომ აღგაფრენს და ზუსტად ის გულშემატკივარი დაგანარცხებს ძირს თუ დაუკრიფავში გადახვალ!!!! რაგბის ფედერაციაში პრობლემებია და ეს პრობლემები ისახება ნაკრების ყველა ასაკობრივ ჯგუფზეც! ხოლო ენთუსიაზმე ლაპარაკი უადგილოა როდესაც პროპესიონალიზმზე აქვს კაცს პრეტენზია.
ვალერი
28 ოქტომბერი 2020 11:53
1
და "სპორცმენი":)?!
aleksandre-ს
28 ოქტომბერი 2020 12:54
0
შეურაცხყოფა ხალხო შეურაცხყოფა!!!
aleksandre
28 ოქტომბერი 2020 12:08
0
გადარჩენილა ჟურნალისტი რა გინდათ, კიდევ კაი ფეხები არ დაუხვრიტა ...
ივანე
28 ოქტომბერი 2020 11:21
2
გვარამია რომ უკანასკნელი ბომჟივით იგინება ყოველდღე ამაზე პრეტენზია არცერთ ჟურნალისტს არ ჰქონია და ეხლა გამომივიდნენ ზრდილობის დამცველები,როცა თვითონ შეეხოთ იგივე.
ორმაგი სტანდარტი!!!!!
28 ოქტომბერი 2020 10:49
5
რაგბის კავშირმა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ეს ბიჭმაჭუნა რაგბისტად. მაგრამ ნაკრებიდან თუ არ გაასხმევინებთ, - ჩვენ გაგასხმევინებთ
Homerson
28 ოქტომბერი 2020 05:29
8
შენი ჟარგონული ტერმინოლოგია უკეთესია, კრეტინო?
shoda
28 ოქტომბერი 2020 10:49
3
:)):)))აუჰჰჰჰჰ,ვინ თქვენ,რას წარმოადგენ?:))))
gurulo
28 ოქტომბერი 2020 08:48
7
ქართული რაგბი დეგრადირებს, როგორც თავის დროზე ქართული ფეხბურთი
giorgi3
27 ოქტომბერი 2020 22:57
13
რო არ გვესვრის, უკვე კარგია. უგულშემატკივრე ასეთებს...
ვვვ
27 ოქტომბერი 2020 21:03
4
ვინ გთხოვს უგულშემატკივრეო?
რაგბი
27 ოქტომბერი 2020 22:09
29

სიახლეები პოპულარული