"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: lelo.ge

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ტემპერატურა არ ცხრება და დღეს, 25 დეკემბერს, კიდევ ერთი დაძაბული ეპიზოდი ვიხილეთ.

დღეს "ლელო სარასენსის" ბაზაზე რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელიც 30 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის შესახებ მსჯელობდა. რაგბის კავშირის გამგეობის სხდომას, საბოლოოდ, ორი კანდიდატი - ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე დაესწრნენ. ამის გარდა, რამდენიმე მორაგბემაც მოახერხა სხდომაზე შესვლა.

"ლელოს" ინფორმაციით, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება არჩევნების 30 დეკემბერს გამართვის თაობაზე, თუმცა კვირას, 27 დეკემბერს რაგბის კავშირში გამგეობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო
გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი...

მანამდე კი რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ხმაურისა და გაძლიერებული დაცვის ფონზე მიმდინარეობდა. 14 საათის ნაცვლად, იგი, დაახლოებით, ერთი საათის დაგვიანებით, ხმაურითა და ტერიტორიაზე გაძლიერებული დაცვით დაიწყო. სხდომაზე შეშვებას ითხოვდა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. ადრე გაცნობეთ, რომ მისი გამგეობაზე დასწრება დარღვევად მიიჩნია ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლაშა (ბაჩო) ხურციძემ, თავად სვანიძე კი ამტკიცებდა, რომ ამის უფლება მისთვის არ შეუჩერებიათ.

"ცოცხებით გავყრი მაგათ" - ასეთი იყო სვანიძის კომენტარი.

კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა თავად შეიყვანა სხდომაზე გოჩა სვანიძე და განაცხადა, რომ გამონაკლისის სახით, დღევანდელ გამგეობას საპრეზიდენტო კანდიდატები დაესწრებიან...

წყარო: lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
სვანიძის ხელში სრული რეგრესი და განუკითხაობა იყო , გარდა იმისა რომ ყველაფერი რაგბის კავშირში და რაგბიში გაანადგურა , საკუთარი სინდის- ნამუსიც ( თუ ჰქონდა საერთოდ) ზედ მიაყოლა!
კახაბერი
26 დეკემბერი 2020 23:50
0
ხომ არის წესდება? ხომ არის კადიდატები? ხომ არის ამომრჩევლები? ჰოდა აირჩიეთ..
ქუთაისელი
26 დეკემბერი 2020 16:55
0
ყველას ფული უნდა და იბრძვიან.
status quo
26 დეკემბერი 2020 13:22
0
სტალინი უნდა ამ ვაიდემოკრატებს საერთოდ რომ დაავიწყოს სიტყვა დემოკრატია და შიშით კანკალებდენ
გრიგოლი1408
25 დეკემბერი 2020 23:39
3
კი მარა ეს რაგბის მახრა სვანიძე არ წაეთრა?კიდე რაღა უნდა?რა პადოშიაქ ასეთი გაუცვეთავი
ბონდო
25 დეკემბერი 2020 19:57
8
მაგათ ისე აინტერესებთ რაგბი, როგორც მე ჰოკეი. იმ 30 მილიონის ხელში ჩაგდება და კონტოლი უნდათ რითაც რაგბი ფინანსდება და მაგიტომაა რომ ჭამენ ერთამნეთს.
QT
25 დეკემბერი 2020 19:39
3
რაგბი არის ის ერთერთი თითზე ჩამოსათვლელი სპორტის სახეობა სადაც რაღაც წარმატებას ვაღწევთ და მაგასაც არ ირგებთ,ასეთი მავნებელი ერი მეორე არ არსებობს მემგონი!
გეგი
25 დეკემბერი 2020 18:13
5

სიახლეები პოპულარული