რაგბი

სხვადასხვა

საჯარო რეესტრმა აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

AutoSharing Option
იუსტიციის სამინისტრომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე რეგისტრაციაში არ გაატარა, რადგან ყრილობა რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარდა.

ყრილობა  2020 წლის 24 თებერვალს გამართული საერთო კრებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. საჯარო რეესტრმა ეს დარღვევად ჩათვალა  და მისი გამოსწორება მოითხოვა.

მოკლედ, ახლა აუცილებელია ახალი საერთო კრების მოწვევა და პრეზიდენტის არჩევნების განმეორებით ჩატარება.