ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "ტვ იმედს" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რაც ქართულ რაგბიში ხდება, იმას მხოლოდ ქაოსი შეიძლება დავარქვათ. ამაზე მეტის თქმა შემიძლია, თუმცა საჭიროდ არ მიმაჩნია და თან, არც სიტუაციის გამწვავება მინდა. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, ქართული რაგბი მსოფლიოში საუკეთესო რომ გახდეს.

სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის პირი უნდა აირჩეს, ვინც ყველაზე სწორ ხედვას ჩამოაყალიბებს, რომელიც პროგრამას წარადგენს და კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს. ჰაერზე საუბარი საკმარისი არაა. დღევანდელი კანდიდატებისა ამ მხრივ არაფერი შეგშურდება.
წინ რთული და ძნელი წლები გველოდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ყველა პრობლემა გადაილახება.

ყველა ფიქრობს, რომ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის დახმარება ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. მისი მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება მოდიოდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა პროექტს ვაკეთებდით. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, ნაკრებში ყოფნის დროს კლუბები მორაგბეებს ხელფასებს არ უხდიდნენ და იმ თანხას მოთამაშეებს ფონდი უხდიდა.

მსოფლიოში არცერთ მეცენატს არ ჩაუდია რაგბიში იმდენი ფული, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. სწორედ ამიტომ დააჯილდოვა World Rugby-მ ივანიშვილი სპეციალური ორდენით."


altრაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მკითხველის კომენტარები / 30 /
რაგბის შემთხვევაში არ არის აუცილებელი,რომ მომავალი პრეზიდენტი წარსულში კარგი მორაგბე იყოს! აქ საჭიროა ძლიერი მენეჯერი,რაგბის სიყვარული,პატრიოტობა! საქმის ცოდნაა საჭირო და არა მხოლოდ ამბიცია!!! აბუსერიძეს ან მეორე კანდიდატი რომაა რომელიმეს ულაპარაკიათ გეგმებზე რა მიზნები აქვთ გაწერილი,რა გეგმები აქვთ დასახული? აბუსერიძეს ამას წინებზე სახლიდან ქონდა ჩართვა და იმხელა სკამი ქონდა გამოხოხებული ოთახის შუაგულში სამეფო ტახტი ეგონებოდა ადამიანს,მანდ ჩანდა ამბიცია და ინტელექტი მაგ კანდიდატის.... მეორე კანდიდატს თუ რამე იცის ამოიღოს ხმა,რისთვისთვის მოდის? ორივე,რომ დასვას კაცმა და 15-15 წუთი მისცეს ეთერში,3-5 წუთამდე რამეს მოახერხებენ სალაპარაკოს დრო,რომ შეავსონ.....
zura
18:01 24-01-2021
2
რა ვერ გაიგე რომ ერთი მხარდამჭერით არჩევნების მოგება არ ხდება? არ აქვს ხურციძეს ხმები და იქამდე უნდა ატარონ არჩევნები სანამ არ მოიგებს? გოჩას რომ არ გადაეტანა არჩევნები, მაშინაც იგივე შედეგი დადგებოდა,. ნიჟარაძე, პატივი ეცი დელეგატების არჩევანს, იქ მგონი იმაზე მეტნი იყვნენ ვიდრე შენ და ბაჩო... ისე ასე ძალით გათრეული პრეზიდენტი ფეხბურთის გვახსოვს ჩვენ, თავის შედეგებით....
პანტელეიმონ-ს
14:34 23-01-2021
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული