რაგბი

სხვადასხვა

ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "ტვ იმედს" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რაც ქართულ რაგბიში ხდება, იმას მხოლოდ ქაოსი შეიძლება დავარქვათ. ამაზე მეტის თქმა შემიძლია, თუმცა საჭიროდ არ მიმაჩნია და თან, არც სიტუაციის გამწვავება მინდა. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, ქართული რაგბი მსოფლიოში საუკეთესო რომ გახდეს.

სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის პირი უნდა აირჩეს, ვინც ყველაზე სწორ ხედვას ჩამოაყალიბებს, რომელიც პროგრამას წარადგენს და კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს. ჰაერზე საუბარი საკმარისი არაა. დღევანდელი კანდიდატებისა ამ მხრივ არაფერი შეგშურდება.
წინ რთული და ძნელი წლები გველოდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ყველა პრობლემა გადაილახება.

ყველა ფიქრობს, რომ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის დახმარება ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. მისი მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება მოდიოდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა პროექტს ვაკეთებდით. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, ნაკრებში ყოფნის დროს კლუბები მორაგბეებს ხელფასებს არ უხდიდნენ და იმ თანხას მოთამაშეებს ფონდი უხდიდა.

მსოფლიოში არცერთ მეცენატს არ ჩაუდია რაგბიში იმდენი ფული, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. სწორედ ამიტომ დააჯილდოვა World Rugby-მ ივანიშვილი სპეციალური ორდენით."


altრაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს