"ყველას გავაშიშვლებთ!" - რაგბის კავშირში ვნებათაღელვა არ ნელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საინფორმაციო სააგენტო "მთავარში" რაგბის კლუბების სახელით პრესკონფერენცია გამართეს ვეტერანმა მორაგბეებმა, "ლოკომოტივის" წარმომადგენელმა ბობა კვინიხიძემ და "იუნკერების" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ზამბახიძემ. საუბარი, რა თქმა უნდა, არსებულ ვითარებას შეეხო...

"მუნიციპალურ კლუბებზე განხორციელდა ზეწოლა, რათა არ შემდგარიყო ქვორუმი, რადგან იცოდნენ, ვერ იმარჯვებდნენ და არჩევნების გადაწევა სურდათ 2021 წლისთვის... უკვე დაიწყეს ხელის გაშვერა პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ 18 თებერვალს დავგეგმეთ გამაფრთხილებელი აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან... უკვე დავასახელეთ კონკრეტული გვარები. მათი ხშირად გამეორებით არ გვინდა ეს თემა გაიცვითოს. მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ და ვინც ჩართულია ამ პროცესში, ყველას გავაშიშვლებთ!

ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და სპორტულ ფედერაციებს. სხვათა შორის, აშშ-ის ელჩმა დიდი დაინტერესება გამოხატა. ასევე, დიდი გამოხმაურებაა ფრანგულ მედიაშიც", - განაცხადა ბობა კვინიხიძემ.


მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილი თქვენი!
გიო
16 თებერვალი 2021 10:15
2
დაესწარით ყრილობას, დაუსვით ეს შეკითხვები კანდიდატებს (200-600 მილიონი, საიდან, რისთვის?), შეამოწმეთ, რომ წესდება არ დაირღვეს და მერე გააპროტესტეთ, თუ დაარღვევენ. ესაა სამართლებრივი და სამართლიანი გზა. ძალადობის მუქარა არაფერს მოგიტანთ სასიკეთოს. თუ თქვენ მართლა გახარია გიპირისპირდებათ, მუშტი-კრივს ნამდვილად წააგებთ პოლიციასთან. დაამარცხეთ ოპონენტი საარჩევნო ყუთით. ნაკრებს შველა სჭირდება!
გიორგი
15 თებერვალი 2021 23:22
1
Ძალიან ეშლებათ არჩევნებს რომ აბოიკოტებენ.
Ლუკა
16 თებერვალი 2021 17:57
0
სირცხვილია ბიჭები, უკვე სჩანს ვინ ამღვრევს წყალს, თქვენი განცხადებებით და მოქმედებით გაიშიფრეთ, თუ ასეთი მაგარი ბიჭები ხართ და მთელი სარაგბო სამყარო გიჟდება თქვენზე გაიმარჯვეთ მომავალ დაგეგმილ არჩევნებზე
რეზო
15 თებერვალი 2021 21:58
8
სამარცხვინო ქვეყანა ვხდებით
ss
15 თებერვალი 2021 17:51
1
ბიჭებს მაყუთი მოუნდათ ქვია ამას...
zviads
15 თებერვალი 2021 16:48
4

სიახლეები პოპულარული