საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს, ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება.
იოსებ ტყემალაძე წარადგინეს:
- სარაგბო კლუბი "ბათუმი"
- რაგბის კლუბი "აია"
- სარაგბო კლუბი "დინამო"
- რაგბის კლუბი "ლელო"
- რაგბის კლუბი "სტუ ყოჩები"
- ქუთაისის რაგბის კლუბი "ბაგრატი"
- რაგბის კლუბი "არესი"
- ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – "არწივები"
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი "ტაო"
- რაგბის კლუბი "ყაზბეგი"
- რაგბის კლუბი "კახეთი"
- სარაგბო კლუბი "ფირალები"
- წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – "დინოზავრი"
- სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა
- ვანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი "აიეტი"
- ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
- სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის "კოლხი რაინდები"
- სპორტული სარაგბო კლუბი "იუნკერები"
- შპს სარაგბო კლუბი "პონტო"
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი
- რაგბის მოყვარულთა კლუბი "დევები"
- ბორჯომის სასპორტო სკოლა
- რაგბის კლუბი "წიქარა"
- "რაშები"
წყარო: rugby.ge
ჩემის აზრით, ყველა წინა რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ვალდებულია თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან გონივრული რეგულაციები არ შეიმუშავეს. უნდა იყოს სავალდებულო თუნდაც ყოფილი მორაგბე არ იყოს, რაგბში - მინიმუმ სპორტის, რომელიმე სახეობაში ჰქონდეს (ადმინისტრაციაში მაინც) მუშაობის სულ ცოტა 4 წლიანი გამოცდილება.
ვიღაცას მოუნდა, მოვიდა, სანამ გაერკვევა საქმეში, მის თავისებურებებში მანამდე, როგორ შეძლებს იყოს ობიექტური და მართოს. ცხადია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს რაღაც დროით მაინც მოუწევს სხვების გავლენის ქვეშ ყოფნა.
გვაქვს დასაკარგი დრო? არ მგონია, ქართული რაგბი ისე იყოს სისტემურად გამართული, რომ მსგავსმა მოქმედებებმა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
- ცხვრებო, ვისი ხართო?
- ვისი და კომბლესიო.
- კომბლე რა კაციაო?
- კომბლე ის კაცია, კომბლებსა თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო.
- მე თქვენი კომბლე არ ვიცი, მშიერი ვარო, - უთხრა დათვმა და ოთხივე ცხვარი ცოცხლად გადაყლაპა.
საღამო ხანზე უცადა კომბლემ თავის ცხვრებს, უცადა და რომ აღარ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი ყველაზე დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და წავიდა საძებნელად.
აი ვინც აღმოჩნდება ბოლოს კომბლით, და რომ დაატრიალებს იმ კომბალს, ვნახავთ, რომ კომბლეც ის ყოფილა