საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, სოსო ტყემალაძე აირჩიეს, თუმცა ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო საჯარო რეესტრმა პრეზიდენტი კვლავ არ დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ახალ ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომლებიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

როგორც საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, გამგეობასა და სოსო ტყემალაძეს ყველანაირი ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
"ეს სანატრელი დღეც დადგა" ყველას გვახსოვს ტყემალაძის ეს სიტყვები არჩევის შემდეგ. ვისთვის სანატრელი ნეტავ, თან აღმოჩნდა რომ არც დამდგარა
ემიგრანტი
16:05 18-03-2021
0
საქართველო ყველა სფეროში დადგმული სცენების ქვეყანა გახდა.თავი საბავშვო ბაღში მგონია.მსოფლიო რაგბმა თითი დაუქნია საქართველოს ხელისუფლებას.ტყემალაძე და მისი მომხრეები ადრე თუ მზად არ იყვნენ სამართლიანი არჩევნებისთვის და აშკარად ძალადობით გაიმარჯვეს,ახლა აშკარად მოამზადებული აქვთ ნიადაგი მათი უპირობო გამარჯვებისთვის.
....
15:30 18-03-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული