საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, სოსო ტყემალაძე აირჩიეს, თუმცა ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო საჯარო რეესტრმა პრეზიდენტი კვლავ არ დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ახალ ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომლებიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

როგორც საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, გამგეობასა და სოსო ტყემალაძეს ყველანაირი ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
"ეს სანატრელი დღეც დადგა" ყველას გვახსოვს ტყემალაძის ეს სიტყვები არჩევის შემდეგ. ვისთვის სანატრელი ნეტავ, თან აღმოჩნდა რომ არც დამდგარა
ემიგრანტი
18 მარტი 2021 16:05
0
საქართველო ყველა სფეროში დადგმული სცენების ქვეყანა გახდა.თავი საბავშვო ბაღში მგონია.მსოფლიო რაგბმა თითი დაუქნია საქართველოს ხელისუფლებას.ტყემალაძე და მისი მომხრეები ადრე თუ მზად არ იყვნენ სამართლიანი არჩევნებისთვის და აშკარად ძალადობით გაიმარჯვეს,ახლა აშკარად მოამზადებული აქვთ ნიადაგი მათი უპირობო გამარჯვებისთვის.
....
18 მარტი 2021 15:30
2
გიორგი,???-ეს რა არის??? თქვენ ჭურში ხომ არ გძინავთ? ვერ ხედავთ,თუ რა ძალა აქვს ბიძინა ივანიშვილის ფულს??? მისი ხალხი როგორაც უნდათ ისე ატრიალებენ ქვეყნის საქმეს,ყველა სფეროში!
....
19 მარტი 2021 04:39
1
???
გიორგი
18 მარტი 2021 16:32
1
ეს კაცი მეღვინეა?
გივი
18 მარტი 2021 15:12
0
აუ მაგარი კომედიაა
გოჩა
18 მარტი 2021 14:42
0
30 დღეში ისევ მუშტი-კრივს უნდა ველოდოთ, თუ იკადრებენ აბუსერიძისტები არჩევნებში მონაწილეობას?
გიორგი
18 მარტი 2021 13:51
0
ეს საჯარო რეესტრი რაგბის ფედერაციას ეკაიფება მგონი))
გიო
18 მარტი 2021 13:49
1
თვით ბატონი, გვარს არ დავასახელებ ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე აირჩიონ მაშინ, კოლმეურნეობის თავმჯდომარე აღარ არის და :)
ირაკლი
18 მარტი 2021 13:32
0
ერთი კვალიფიციური იურისტი აიყვანეთ! არა ბიძაშვილი ან მამიდაშვილი, კვალიფიციური! სირცხვილია!
Irakli
18 მარტი 2021 12:33
1
Sruli bardagi
Goga
18 მარტი 2021 12:23
1
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!! ელემენტარულ!!! იურიდიულ წესებს ვერ იცავენ რომ რეესტრმა უარი არ უთხრას რეგისტრაციაზე და ისე რომ მოუსმინო მთებს გადავდგამთო იძახიან!!! სირცხვილია სირცხვილი!!!
!!!
18 მარტი 2021 12:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული