იოსებ ტყემალაძე: გამიჩნდა კითხვა, რატომ აჩერებდნენ ამ იდეებს ამდენ ხანს?

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

პირველ სამუშაო დღეს ის კავშირის თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო:

"დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. დამხვდა საოცარი გუნდი, იმედებით, შემართებით და კრეატიული იდეებით აღსავსე. გამიჩნდა კითხვა, რატომ აჩერებდნენ ამ იდეებს ამდენ ხანს? პრინციპში, მიზეზები ყველამ კარგად ვიცით - მძიმე და ნეგატიური ფონი, რაც აქამდე სუფევდა. მჯერა ყველაფერი მალე დალაგდება და ამის იმედს მაძლევს ის სამუშაო განწყობა,
რასაც თანამშრომლებში ვხედავ და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ის ძალიან მძიმეა. დეტალურად შევისწავლე სიტუაცია და ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება. ასევე პრობლემურია ბიუჯეტი, რომელიც მოთხოვნილზე თითქმის 40%-ით ნაკლებია. ჯერჯერობით კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები არ მაქვს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება. ასევე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მოვიდნენ და ჩაერთონ სამუშაო პროცესში!

ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან. მაქვს სპონსორებისა და ჩემი მეგობრების იმედი. ასევე - ყველა იმ გულანთებული ადამიანის, რომელთაც სურთ, რომ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთთან გამარჯვებით განვიცადეთ, განმეორდეს კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრებში".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
არალეგიტიმური პრეზიდენტია რაგბი უკან წავა
giorgi
23 მარტი 2021 20:07
9
წინასწარ ნუ ილანძღებით.. გავა დრო დაინახავთ ვინ რისი გამკეთებელია..
zviads
23 მარტი 2021 10:30
1
ყველაზე წესიერი საქციელი იქნება,თუ ოპონენტები იურიული გზებით გააგრძელებენ,საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ამავე დროს,ყველანაირად ეცდებიან რაგბის კრიზისიდან გამოყვანის გზების პოვნას.დასაკარგი დრო აღარ გვაქვს.იქნებ როგორმე ფრანჩიზის შექმნა მოვახერხოთ.ეს ყველას საზრუნავი უნდა იყოს
სოსო
22 მარტი 2021 22:55
2
მოეშვით ამ მთავრობას. სადაა თქვენი მოსაცემი ფული! რა შეგვჭამეთ. მთავრობა მაგ ფულს მერე ხალხის ჯიბიდან იღებს
ტვინი წაიღეს
22 მარტი 2021 22:29
28
ესეც ყვარყვარეა,რომ იყო ისიც და ვისაც მოსვლა უნდოდა ეგეც.ყველას ფულის კეთება უნდა...
status quo
22 მარტი 2021 21:41
15
ა კაცი))) იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
შოთა
22 მარტი 2021 20:40
10

სიახლეები პოპულარული