მსოფლიო რაგბის და რაგბი ევროპის მოლოცვა იოსებ ტყემალაძეს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და ქართულ რაგბის წარმატებები უსურვეს:

„ბატონო იოსებ, გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. მივესალმები ყველა თქვენს განზრახვას საქართველოს რაგბის კავშირის ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ! მსოფლიო რაგბი მხარს დაგიჭერთ ამ წამოწყებაში!

გვსურს, რომ უახლოეს დროში დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და გუნდთან, რათა გადავწყვიტოთ არსებული პრობლემები და ვიზრუნოთ საქართველოში რაგბის ზრდისა და განვითარების პროცესის გაგრძელებაზე! ასევე მოუთმენლად ვერლი თქვენთან პირადად შეხვედრას“, - განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ
ბომონტმა (ნახე მოლოცვის წერილი აქ).

„ბატონო იოსებ, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. საქართველოს რაგბის კავშირი რაგბი ევროპის უმნიშვნელოვანესი წევრია და ჩვენ უდიდესი ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს საარჩევნო პროცესს.

ამ გაურკვევლობის პერიოდის შემდეგ მოუთმენლად ველით თქვენთან ნორმალური თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებს ჩვენს ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მოახერხებთ ქართული სარაგბო თემის ყველა წევრის ერთ გუნდად შეკვრას და რომ ერთიანი ძალებით თქვენ ქართულ რაგბის ახალ საფეხურზე აიყვანთ.

რაგბი ევროპის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას და მოუთმენლად ველი ახლო მომავალში თქვენთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობას“, - განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ფრანჩიზი რა უბედურებაა, ქართულად ვერ დაწერთ?
სტატუს ქუო
25 მარტი 2021 18:32
0
როგორ არი ქართულად?
zuka
12 აპრილი 2021 00:22
0
იმედია მალე ვნახავთ პირველ ნაბიჯებს ჩიხიდან გამოსასვლელად. წარმატებით!
გიორგი
24 მარტი 2021 21:14
2

სიახლეები პოპულარული