გამგეობამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტი დაამტკიცა.

ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს. ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. მოგვიანებით, 2012-15 წლებში, გრენობლში (საფრანგეთი) მიიღო ინოვაციების მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და იაპონურ ენებს.

1999-2002 წლებში მუშაობდა საერთაშორისო მაშველთა კომიტეტში (IRC) მიკროსაკრედიტო პროგრამის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე.
2002-07 წლებში "TBC ბანკში" იყო მსხვილი კორპორაციული კლიენტების და ინსტიტუტების მართვის დეპარტამენტის
უფროსი, 2010-11 წლებში სს "საქართველოს ბანკის" საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების კოორდინატორი, ხოლო 2011-დან 2015 წლამდე ამავე ბანკის რეგიონალური კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის უფროსი; 2016-17 წლებში - შპს "ვექტორ მენეჯმენტ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, შპს "რუსელოიზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2017-18 წლებში სს "თიბისი ბანკის" რეგიონალური კორპორაციული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე შპს Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამავე წლის მაისიდან დეკემბრამდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2020 წლის აგვისტოდან დღემდე არის საქართველოს სალიზინგო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე შპს "ალტიტუდას" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.

Sportall.Ge

ადმინისტრაციულ მიმართულებას თორნიკე გოგებაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 1989 წლის 16 იანვარს დაიბადა და 2004-05 წლებში დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კოლეჯი, ხოლო 2006-12 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – ტრანსპორტის მენეჯმენტი, მაგისტრის ხარისხით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში, იცავდა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

სწავლის პარალელურად, ის სტაჟირებას გადიოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ALFA EXPRESS-ში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში, სპორტის კომიტეტში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2011 წელს, უფროს სპეციალისტად დაიწყო; 2013 წელს მთავარ სპეციალისტად დაწინაურდა, ხოლო 2017 წელს სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა, სადაც მაღალი მიღწევების და მასობრივი სპორტის სამმართველოს დღემდე ხელმძღვანელობს; 2020 წლის აგვისტოში ის საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ახლა კი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

Sportall.Ge

სპორტულ მიმართულებას ლაშა (ბაჩო) ხურციძე უხელმძღვანელებს, რომელიც 1975 წლის 13 თებერვალს დაიბადა. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 2000-01 წლებში სწავლობა კემბრიჯის (ინგლისი) EF სკოლაში, ხოლო 2001-02 წლებში - ოქსფორდის უნივერსიტეტში და მიიღო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისსა და საფრანგეთში. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, 1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ხოლო 2002-04 წლებში - საქართველოს პარლამენტში; 2004-05 წლებში - "ფრანს კოოპერასიონ ინტერნაციონალში"; 2005-06 წლებში - ევროპის კომისიაში; 2012 წლიდან დეველოპერულ კომპანია "ტრიდეში" იკავებს დირექტორის თანამდებობას; 2008-19 წლებში მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირში, ჯერ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების და სანაკრებო კომიტეტების ხელმძღვანელად, მერე კი მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად.

2011 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მას წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება მიანიჭა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, 2011 წელს საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფას, ხოლო 2017 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც მსოფლიო რაგბის მიერ მანამდე ჩატარებულ ანალოგიურ ტურნირებს შორის ყოველმხრივ საუკეთესოდ იქნა აღიარებული.



მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი გუნდი შეიკრა ჩემის აზრით. თუ საქმე ამ.პროფესიონალებმა უნდა აკეთონ და ტყემელაძის გამო ბიძო დაფინანსებას გამოყოფს შედეგმა არ უნდა დააყოვნოს.
გიორგი
03 აპრილი 2021 18:00
1
წარმატებები ნიკოლოზ, შენი ნამდვილად მჯერა და გისურვებ ისეთი და უფრო მეტად წარმატებული იყო რაგბში როგორც ბანკებში იყავი :)))
gia
30 მარტი 2021 16:38
0
დავისვენეთ მგონია?! აკეთეთ საქმე და განადიდეთ ჩვენი რაგბი, ყველა პირობა არსებობს ამისთვის, ისეთი თაობა მოვიდა და მოდის, რომ უპირობოდ უნდა გადავასწროთ იტალიას, ეს შესაძლებელია. არ დაგავიწყდეთ, რომ რაგბი რაინდების სპორტია, რაც ბოლო დროს ხდებოდა, ძალიან გამიკვირდა რაგბისტებისგან, რაც მახსოვს, ქართულ რაგბიში ყოველთვის ღირსეული ხალხი იყო, რა დაემართად არ ვიცი, კილასონია, დუგლასა, ხარშილაძე, ღიბრაძე...., ამ ხალხის მერე ასეთი ქაოსი ამ ხალხის შეურაცხყოფაც მგონია ეს, დადექით ერთად და აკეთეთ საქმე. წარმატებები ქართულ რაგბის. აბუსერიძე რომ ოფსაიდში დარჩა, მომეწონა.
30 მარტი 2021 15:27
3

სიახლეები პოპულარული