"მომხდარს აღვიქვამთ, როგორც მცირე გაუგებრობას"- ლიეტუვის რაგბის კავშირის წერილი

AutoSharing Option
ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ყოფნისას მასპინძლობით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა მათი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ირმანტას კუკულსკისისმა ოფიციალურ წერილში განაცხადა, რომ ეს გაუგებრობა იყო.

ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ირმანტას კუკულსკისის წერილი:

განცხადების ორიგინალი

სიტუაციის შეფასების შედეგად, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ლიეტუვის და საქართველოს რაგბის ფედერაციები ყოველთვის იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს კარგ ურთიერთობას საქართველოს რაგბის კავშირთან, ვინაიდან ჩვენ ვართ სარაგბო თემის წევრები და ერთმანეთთან არა მარტო ჩვენი ქვეყნების მეგობრობა გვაკავშირებს, არამედ ეს შესანიშნავი თამაში – რაგბი.

ჩვენ არასდროს ვურევთ მეგობრობას და მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკასთან. ასე რომ, მომხდარს აღვიქვამთ, როგორც მცირე გაუგებრობას, რომელიც უკვე გავარკვიეთ და მოვაგვარეთ.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი, ლიეტუვის რაგბის კავშირისთვის!

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ.

გულითადი პატივისცემით,
ირმანტას კუკულსკისი,
ლიეტუვის რაგბის კავშრის პრეზიდენტი

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბოდიშის მოხდა, არა? უპასუხისმგებლობა კვადრატში!
გიორგი
12:03 05-06-2021
0
როგორც ეს სიტუაცია რაგბის წარმომადგენელმა მაყურებელს აუხსნა, გუნდში აღმოჩენილი კოვიდის გამო უარი თქვეს ლიტველების მიღებაზე და შესაბამისი წერილიც მისწერეს, ისინი კი მაინც ჩამოვიდნენ, ანუ ჩვენები მათ არ ელოდნენ და არც არავინ დაახვედრეს. ისე გამოსაძევია ეს საქმე, მართლა გაიგზავნა თუ არა უარის წერილი. ლიტველების წერილი მე ასე მოვთარგმნე, რადგან მეგობრები ვართ გაპატიეთო. რაც ჩვენთვის მთლად კარგი არ არის.
ჟორა გაბრიჭიძე
11:04 05-06-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული