მორიგი დაპირისპირება რაგბის კავშირში

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, რაგბის კავშირის შენობაში არეულობა იყო. "დიდი ათის" კლუბების წარმომადგენლები (მათ შორის, ირაკლი აბუსერიძის მომხრეები) რაგბის კავშირის პრეზიდენტ სოსო ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. კავშირის შენობაში სიტუაციის დასარეგულირებლად სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

ირაკლი მაჩხანელი, "არმაზის" მთავარი მწვრთნელი:

"პრეზიდენტთან საუბარი დაფინანსებასა და ფორმატის შესახებ გვსურდა. ვიცით, რომ "დიდი ათის" რვა გუნდამდე შეკვეცაზე მსჯელობენ. პრეზიდენტი დაიმალა და პოლიცია გამოიძახეს".

ლევან ობოლაძე, "აკადემიის" მთავარი მწვრთნელი: 

"გამგეობაზე განიხილეს საკითხები, რომელზე მსჯელობაც კლუბებთან ერთადაა საჭირო, მაგალითად, აკადემიებისა და შიდა ჩემპიონატის შესახებ".

ნიკა ალავიძე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი: 

"პრეზიდენტთან
შეხვედრა დღის წესრიგში არ ყოფილა. ზოგადად, "დიდი ათის" რეფორმაზეა მსჯელობა... პოლიციის გამოძახების საჭიროება კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო დადგა".

alt"მომხდარს აღვიქვამთ, როგორც მცირე გაუგებრობას"- ლიეტუვის რაგბის კავშირის წერილი

altრაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სტუმრად "სპორტალში" [LIVE]


მკითხველის კომენტარები / 16 /
ნეტა როდის ბრწყინავდა 7კაცა რაგბი....
გიო
09 ივნისი 2021 09:36
1
აბუსერიძე პრეზიდენტად
აბუ
08 ივნისი 2021 21:13
9
მართალია, რომ ამ ახალ გამგეობას თვალშისაცემი ჯერ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ აბუსერიძის და მისი მომხრეების უაზრო სკანდალები ძალიან მომაბეზრებელი გაᲮდა. აბუსერუძევ, სხვა საქმე ნახე!
გიორგი
08 ივნისი 2021 17:37
1
გეყოფათ უაზრო ფაფხური და ბოღმის ნთხევა! აცალეთ საქმის კეთება ახალ შემადგენლობას!
ვეტერანი
08 ივნისი 2021 16:34
1
არაპროფესიული, არასაქმიანი მიდგომა. ყაყნი და მტყლაშა ტყლუში. რამე კონსტრუქციულს კი არ ითხოვენ, სულ გაგვატარეთ გვაყვირეთ მიდის. კარგი რომც უნდოდეთ ვერ იზამენ საქმისადმი.მიდგომა არ გააჩნიათ სათანადო...
ლუკა
08 ივნისი 2021 13:31
1
აბუ თავს იბანძებ უკვე და იუოლიებ სხვებსაც,თუ რამის შეცვლა გინდა შედი ან ზედგენიძე მიუშვი კავშირში,აქციებით ტვინი წაიღეთ უკვე
Gg
08 ივნისი 2021 11:06
1
მწვრთნელებმა რომ თავისი საქმე აკეთონ ხო არ აჯობებდა? ვინ ეკითხებათ რაზე მსჯელობენ რაგბის კავშირში თათბირზე. გამოიღვიძა აბუს მომხრეებმა? ასე თუ აპირებენ ჩასაფრებული ყოფნას კარგადაა ჩვენი საქმე.
რეზო
08 ივნისი 2021 01:15
1
გუშინ შვიდკაცა რეგბს რუსებთან წაუგია და ევროპის ჩემპიონატზე 5 ადგილი დაუკავებია!!! ხოდა ყველა ცუდ ხასიათზეა!!!
კოკო
07 ივნისი 2021 21:06
6
გადადეთ გვერძე პირადული და რაგბის განვითარებაზე იფიქრეთ
aleksandre
07 ივნისი 2021 20:49
0
ოდესმე, დიდები რომ გავიზრდებით და რაგბს ლელობურთისგან განვასხვავებთ, წარმატებაც მოვა, ეხლა რაცაა ლელობურთი ქვია ლელოს გარეშე
ზორბეგი
07 ივნისი 2021 18:49
0

სიახლეები პოპულარული