7-ქალა - ორი მოგება მოლდოვასთან

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის „ალაფის“ პირველ ეტაპზე მოლდოვას ორჯერ მოუგო და მე-7 ადგილი დაიკავა.

ხორვატიაში, ზაგრებში გამართული ტურნირის პირველ მატჩში, მომავალ მესამეადგილოსან შვედეთს ჩვენმა 7-ქალამ დიდი ბრძოლა გაუმართა, მეორე ტაიმი სრულად მეტოქის ნახევარზე გაატარა და ერთი ლელოც გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე ორი მიიღო და 5:10 დამარცხდა.

ბრძოლა იყო პირველ ტაიმში ფინალისტ უკრაინასთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ იმძლავრა და 38:0 მოიგო. პირველი დღის ბოლო მატჩში გოგონებმა მოლდოვას 4 ლელო დაუდეს და 24:10 მოიგეს.

მეორე დღეს, მეოთხედფინალში, ფინეთს
ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მაგრამ შანსები გამოუყენებელი დარჩა. მეტოქემ 4 ლელო გაიტანა და 0:22 დავმარცხდით. მე-5 ადგილის ნახევარფინალში თურქეთმა კონტრშეტევებზე სამი ლელო გაიტანა და 17:0 იმარჯვა, მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში კი მოლდოვას უკვე 31:5 ვძლიეთ.

7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

ხორვატიაში ითამაშეს

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
ექიმი: ოთარ თაბაგარი
ფიზიო: გიორგი მურადაშვილი
მენეჯერი: ია ხურცილავა

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
დარწმუნებული ვარ,ეს გოგოებიც მალე მოუმატებენ.ცოტა გამოცდილების დაგროვება დასჭირდებათ,ცოტა ოსტატობის მომატება და ცოტა უფრო მეტი კანდიდატიდან, არჩევანის საშუალება.გოგო რომ რაგბის თამაშს დაიწყებს,იმას ჟინი არ ეკლდება,ეგ ნაღდია.ასე რომ წარმატებები გოგოებო!
სოსო
08:12 21-06-2021
1
რა გოგოს საქმეა: რაგბი, ძალოსნობა, კრივი, ფეხბურთი, ჭიდაობა და ასე შემდეგ? ასეთ "გოგოებში" საბოლოოდ იღვიძებს მამაკაცური ჰორმონები და მერე გვიკვირს... ვიცი ეხლა გამომიხტებით, 21-ეე საუკუნეა, გენდერული თანასწორობა და ასეთები. ჯერ ესეთი 21-ეე საუკუნემ კი არ მოიტანა, ეს მოიტანა ლიბერასტულმა კლანმა, რომ ყველაფერში "თანასწორები ვიყოთ" რაც ყოვლად მიუღებელია. კი ვხედავთ ამის შედეგად, ადამიანები თავის თავს, აღარ გვანან. მე საქართველოზე მტკივა გული, თორემ სხვაგან რა ხდება, სულ არ მაინტერესებს. ცნობისათვის: არც რუსეთუმე ვარ ( ეროვნულ ნიადაგზე მდგომ ადამიანს , ზოგიერთები იმ წამსვე მიაკერენ რუსეთუმეობას) და არც ჩარჩენილი და მითუმეტეს ჩამორჩენილი.
vaxo
13:01 21-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული