რაგბი

სხვადასხვა

7-ქალა - მე-8 ადგილი ბუდაპეშტში

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე მე-8 ადგილი დაიკავა.

პირველი, ზაგრების ეტაპისგან განსხვავებით, ბუდაპეშტში (უნგრეთი) 10-მა ნაკრებმა (დაემატა ნორვეგია და დანია) ითამაშა. შედეგად, თითო ჯგუფში 5-5 გუნდი მოხვდა.

ჩვენმა 7-ქალამ ყველა მეტოქესთან შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ პირველ დღეს სამივე თამაში დათმო – უკრაინასთან 5:17, თურქეთთან 5:12 და შვედეთთან 5:24. მეორე დღე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩით განახლდა და გოგონებმა დანია 17:0 დაამარცხეს.

საქართველოს, დანიას და თურქეთს 6-6 ქულა დაუგროვდათ. ჩვენს გუნდს გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსი ჰქონდა და მე-3 ადგილზე
გავიდა. შედეგად, ის მე-5-მე-8 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო, სადაც მასპინძელ უნგრეთთან 7:17, ხოლო დანიასთან 7:19 დამარცხდა და საბოლოოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.

ბუდაპეშტში ითამაშეს

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი, კაპ.), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

rugby.ge