"შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასზე პირველი მატჩი პრემიალური ქულით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართული კლუბი "შავი ლომი" ევროპის სუპერთასის გათამაშებაში ჩაერთო და პირველ ტურში თელ-ავივის "ჰითს" "ავჭალაზე" პრემიალური ქულით - 33:10 სძლია.

პირველი ქართული ფრანჩაიზი ძირითადად, "ბორჯღალოსნებითაა" დაკომპლექტებული, მათი მეტოქე კი დიდი ხანი არაა, რაც შეიკრიბა და მათ თამაშში ეს ფაქტორი მაინც საგრძნობი იყო.

ქართულ კლუბს პირველი ქულები სოსო მათიაშვილის ჯარიმამ მოუტანა, მე-15 წუთზე კი აკაკი ტაბუცაძის მშვენიერი ლელოც ვიხილეთ.

პირველი ტაიმის მიწურულს ქართველმა მორაგბეებმა წნეხს უმატეს, მეორე ლელო შალვა მამუკაშვილმა მიითვალა და საწყისი 40 წუთი 18:10 დასრულდა - მასპინძელთა სასარგებლოდ.

მეორე ნახევარიც
"შავი ლომის" ლელოთი დაიწყო - "ლელო სარასენსის" მორაგბეებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს - დემე თაფლაძის შეგორებული ბურთი აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა.

ქართველმა ორაგბეებმა მეტოქე სტატიკურ ფაზაში აშკარად დაჩაგრეს - მოლსა და აუტში ჩვენი უპირატესობა საგრძნობი იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შერკინებაც "შავი ლომის" უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა იდეალური ვერ დაერქმეოდა, რადგან ორჯერ დავჯარიმდით.

ქართულმა ფრანჩაიზმა მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარა, აკაკი ტაბუცაძემ კი 69-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი 31:10 დააწინაურა.

23 ოქტომბერს "შავი ლომი" პენზის "ლოკომოტივს", 30 ოქტომბერს კი ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიჩნეულ "ენისეის" ესტუმრება. დარჩენილი სამი ტური დეკემბერში გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
რამდენჯერაც "ფეხბურთელები" გვამწარებენ, იმდენჯერ მორაგბეები გვახარებენ.
Რაგბის ფანი
17 ოქტომბერი 2021 02:39
1
რა იცით ეს თუ მოიგებს რაგბში ნაკრები ეგრევე ფეხბურთი გახსენდებათ რო წაგეს და ხასიათი გაგვიფუჩეს სულ ეს შედარება ტეხავს მაგარდ. ხალხო შეეშვით ფეხბურთის და რაგბის შედარებას!!!! “ძალიან მიხარია ესე რო მოიგეს ჩვენმა რეგბისტებმა მაგრამ ფეხბურთელებს შევეშვათ და რეგბისტებს მიულოცოთ!!!!
gaga
17 ოქტომბერი 2021 12:13
1
ყოჩაღ ბიჭებო.ერთი წამით არ გაუხდიათ საეჭვოდ,მატჩის შედეგი.არ მესმის, მერაბ შარიქაძე ამდენ ხანს უგუნდოდ როგორ დარჩა.ერთი სიამოვნება იყო ნიკა ამაშუკელის მოსმენაც.სოსო მათიაშვილმა აშკარად ახტომისას მიიღო ტრავმა და იმიტომ ვერ მისწვდა ბურთს,ამიტომ,საჯარიმო ლელოს ჩათვლა,მართლაც არასწორი იყო.ბურთი ისედაც აუტისაკენ მიდიოდა.ცოტა გვიან ჩავერთე რეპორტაჟში და რაგბი ტვ-ზე ისე ხტუნაობდა გადაცემა,რომ არავითარ გადახვევას არ ემორჩილებოდა.სხვა დროსაც ნერვების ფასად მიჯდება ამ არხის ყურება.რუსებს უფრო კარგი გუნდი ჰყავთ და მგონი საინტერესო თამაშები გვექნება.გუნდები ფორმას რომ აკრეფენ,კიდევ უფრო ხარისხიანი მატჩები გვექნება და თუ გადაცემის ხარისხიც შესაბამისი გახდება,კარგს იზავენ.ვულოცავ საქართველოს, დიდი ხნის ნანატრ ფრაჩიზის საქმეში ჩართვას და მჯერა, საგრძნობლად წინ წასწევს,ქართული რაგბის დონეს.წარმატება დაებედათ და დაე სულ ასე ევლოთ.
სოსო
16 ოქტომბერი 2021 21:44
1
ფეისბუქზე ნახე ინსაიდ რაგბი. ძალიან კარგი გადაცემები აქვთ , მორაგბეები ისეთ ისტორიებს ჰყვებიან, რაც აქამდე ბევრისთვის ცნობილი არ ყოფილა. მერაბ შარიქაძე იქ ჰყვება ზუსტად იმ დეტალებს, რის გამოც უკლუბოდ იყო ეს პერიოდი
: )))))))
16 ოქტომბერი 2021 23:06
0
ფრანგული ლიგების საზიზღარი პოლიტიკის გამო. რომელმაც ტრავმების გამო კინაღამ მერაბის კარიერა შეიწირა. უნიკალური შემთხვევაა შარიქაძის სახით როდესაც მორაგბე სათამაშო პრაქტიკის გარეშე ინარჩუნებს ფორმას და ასეთ მაღალ დონეზე თამაშობს. საინტერესო იქნებოდა თავის დროზე პროფესიონალურ დონეზე დისციპლინირებულ გუნდში რომ ეთამაშა და არა ორიაკში. ახლა რა დონის მორაგბეა და მაგ შემთხვევაში რა იქნებოდა.
თირნიკე
16 ოქტომბერი 2021 22:40
0
ნამდვილი "ფაფრიანი", "ჯიგრიანი" და "კვერცხებიანი" ლომები ხართ@
ოზუზი
16 ოქტომბერი 2021 21:22
0
სამაგიეროდ ბალერინების ფეხბურთი რომ ყოფილიყო უკვე 40 კომენტარი იქნებოდა
S.K.
16 ოქტომბერი 2021 20:46
4
უკაცრავად და ბალერინებს რატომ აყენებთ შეურაცყოფას?
w
17 ოქტომბერი 2021 09:28
1
იმიტომ რომ ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია და იქნება ყოველთვის;-/ მიუხედავად ყველა სპორტის და სპორტსმენის პატივისცემისა
საქართველო
17 ოქტომბერი 2021 02:24
8

სიახლეები პოპულარული