27 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ტიერ 1-ის გუნდების სამ თამაშს მოემსახურება. ამაშუკელი 23 ოქტომბერს იაპონიისა და ავსტრალიის მატჩზე მოედნის მსაჯადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კოვიდრეგულაციებმა ამის საშუალება არ მისცა.
შედეგად, მისი დებიუტი ტიერ 1-ის გუნდების მატჩებზე 6 ნოემბერს დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდია-იაპონიას მატჩზე შედგება:
„ეს დანიშვნები იმ პროგრესის ლოგიკური გაგრძელებაა, რაც წლების განმავლობაში
განვიცადე. ჩემს მენტორთან ერთად ისეთ საფეხურზე ავედი, სადაც ყოფნაზე ნებისმიერი ჩვენგანი ოცნებობს – მოთამაშის, თუნდაც მაყურებლის რანგში. მე ოცნება ამიხდა და ტიერ 1-ის გუნდების თამაშზე მოედანზე, მთავარი მსაჯის რანგში გავალ“.
„იაპონია-ირლანდიის პრინციპულ მატჩზე ჩემი დანიშვნა წარმოუდგენელი რამაა. ერთმანეთს მოწინავე ათეულის გუნდები ეთამაშებიან და 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც იაპონიამ ირლანდიას მოუგო, ამ გუნდების დაპირისპირებამ დიდი მოლოდინი გააჩინა. მერე კი მოუგო ირლანდიამ იაპონიას, მაგრამ მცირე სხვაობით და მსაჯის პერფორმანსით უკმაყოფილო დარჩა. ასე რომ, „ავივაზე“ რთულ და პრინციპულ თამაშს ველოდები. 55 ათასი გულშემატკივრის წინ გახვიდე ქართველი მსაჯი, ეს ჩემთვის და ქვეყნისთვის დიდი პატივია“.
13 ნოემბერს ნიკა უკვე საფრანგეთში, ლიონში იმსაჯებს. „სტად მატმუტზე“ ის "ფრანგი ბარბაროსებისა" და ტონგას მატჩში მოედნის მსაჯია:
„ჟოელ ჟუშმა პირადად დამირეკა და მთხოვა, ამ თამაშზე მოედნის მსაჯი ვყოფილიყავი, რადგან ეს ურთულესი შეხვედრაა და მართვა სჭირდება. "ფრანგი ბარბაროსები" რთული ხასიათის გუნდია, ტონგაც სიუხეშით გამოირჩევა. მსაჯის მიმართ ორივე გუნდი ნაკლებად ტოლერანტულია და ჟუშმა განმიმარტა, რომ აინტერესებს, რამდენად შევძლებ საჭირო უნარების წარმოჩენას“.
20 ნოემბერს ნიკას ზღაპრული დღე ელოდება. მართალია, ის გვერდითი მსაჯი იქნება, თუმცა კარდიფში, უელსი-ავსტრალიაზე:
„ამ გუნდების დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს და კარდიფში ზეიმი გველოდება. უმნიშვნელოვანესია, რომ თუნდაც გვერდითი მსაჯის სტატუსით, მისი მონაწილე ვიქნები. ასეთ დონეზე მსაჯობა უკვე დიდი სიამოვნებაა. მოედნის მსაჯი მაიკ ადამსონი შოტლანდიელია და 7-კაცადან გადმოვიდა. ის ღია ადამიანი და მაღალი დონის სპეციალისტია, ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვება მსოფლიო რაგბის მითითებებს“.
„მთლიანობაში, ეს დანიშვნები დიდი სახელია ქართული რაგბისთვის და მადლობა ყველას, ვინც ამაში თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა. ამ დონის შეხვედრებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს და როდესაც იქ ქართველი მსაჯი ფიგურირებს, ჩნდება განცდა, რომ ამ ქვეყანაში რაგბი ყველას კარგად ესმის. ამაზე მაღალი დონე უკვე კონკრეტული ტურნირებია – მსოფლიო თასი, ექვსი ერი და მიზანიც სწორედ ისაა, რომ იქ მოხვედრით ისტორია დავწერო“.

rugby.ge