იოსებ ტყემალაძე - პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული მხარდაჭერით, საქართველო 45 სხვადასხვა ადგილას რაგბის 100 მოედნის აშენებას აპირებს

AutoSharing Option
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერით, 45 სხვადასხვა ადგილას საქართველო რაგბის 100 მოედნის აშენებას აპირებს, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ფრანგულ გამოცემა L'equipe-თან ინტერვიუში განაცხადა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში რაგბის განვითარებისთვის 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მან შექმნა 15 სპორტული ბაზა, რამაც ქართულ რაგბის წინსვლის საშუალება მისცა და შექმნა შესაძლებლობა, პანდემიამდე ლიცენზირებულთა რიცხვი სამჯერ გაზრდილიყო.

"ჩვენი ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეც კი ავი
და. ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზა და მე-3 ადგილით C ჯგუფში ახალ ზელანდიასა და არგენტინას ჩამორჩება. ჩვენ პარალელურად დავგეგმეთ მწვრთნელების, ზედამხედველების, სამედიცინო პერსონალის მომზადება-გადამზადება დიდი გუნდების და დიდი მოთამაშეების შესაქმნელად.

მხოლოდ მოედნის და სტადიონის მშენებლობა არ იქნება საკმარისი", - აცხადებს იოსებ ტყემალაძე ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებია რაგბისადმი მიძღვნილი ტელეარხი არსებობს და პირველი და მეორე ლიგის ყველა მატჩი, მათ შორის, ახალგაზრდების ნახევარფინალები და ფინალები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

"ასევე ხელმისაწვდომია ტოპ 14, მაგრამ ფასიან არხებზე. რაგბის ტელევიზიასთან კონტრაქტი გაფორმდა. ისინი შეიძენენ უდიდესი ჩემპიონატების ყველა მატჩს, კერძოდ, რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატს (ჩემპიონატი, რომელიც აერთიანებს 16 გუნდს უელსიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, შოტლანდიიდან და სამხრეთ აფრიკის პროვინციებიდან). იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფრენჩაიზია "შავი ლომები", მათი ინტეგრირება ჩემპიონატში გარკვეულ პერიოდში უნდა მოხდეს", - აცხადებს ტყემალაძე.

კითხვაზე, საერთაშორისო ასპრეზზე შემდგომი წინსვლისთვის ქართულ რაგბის რა ბერკეტები აქვს, ტყემალაძის თქმით, იდეალურ და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართულ რაგბის United Rugby Championship-ში ჩართვა სურს.

"ჩვენ დავაფიქსირეთ იმ მატჩების რაოდენობა, რომლებსაც ეროვნული ნაკრები ატარებდა და არასაკმარისად მივიჩნიეთ. შევქმენით ფრენჩაიზი, რომელიც ერთგვარი ეროვნული ნაკრები იქნება და ყოველწლიურად მეტ მატჩს ჩაატარებს. დღეს ჩვენ ვთამაშობთ სუპერთასს (განვითარებადი ქვეყნების ევროპული შეჯიბრება) და ვცდილობთ ევროპის ჩემპიონატში უკეთესად ინტეგრირებას. იდეალურ და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვსურს ჩავერთოთ United Rugby Championship-ში. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპას და განსაკუთრებით, საფრანგეთს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დაგვეხმარნენ. ამან განვითარების საშუალება მისცა ქართულ რაგბის. საფრანგეთი მიესალმება და კეთილმოსურნე დამოკიდებულებით ხვდება ჩვენს ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებიც შემდეგ გახდებიან პროფესიონალები. დღეს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტი მხარდაჭერილი იქნება საფრანგეთთან უფრო ღრმა და კონკრეტული თანამშრომლობით. რაც შეეხება დანარჩენს, მსოფლიო რაგბის მადლობას ვუხდით იმ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გაკეთდა ჩვენთვის. კერძოდ, ტესტ-მატჩები, რომლებიც გვქონდა და რომლებიც, სამწუხაროდ, გაუქმდა კოვიდის გამო. მათ შორის იყო შოტლანდია და სამხრეთი აფრიკა (2021 წლის ივლისი). 14 ნოემბერს ვეთამაშებით საფრანგეთს. ეს მატჩები ჩვენთვის მანამდე არ არსებობდა. ახლა ველოდებით ჩვენი 100 სტადიონის პროექტის მხარდაჭერას", - აცხადებს ტყემალაძე.

ჟურნალისტის თქმით, ორი ქვეყანა, რომლებმაც ბოლო წლებში შეიძლება ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიონ, არგენტინა და იაპონიაა. კითხვაზე, რომელი სტრუქტურული მოდელის გაზიარებას შეძლებდა რაგბის კავშირი საკუთარი ძალების გამოყენებით, ტყემალაძის თქმით, რაგბის კავშირის პროექტი ამბიციურია, აქვს საკუთარი ძლიერი მხარეები და „გვინდა ავაშენოთ სისტემა, რომელიც ჩვენთვის შესაფერისია".

"როდესაც ჩამოვედი, მომდევნო 15 წლის განვითარების მოდელი განვიხილეთ, ჩვენი ძლიერი მხარეები, გენეტიკა და აშ... და ვერ ვიტყვი, რომ არგენტინული ან იაპონური მოდელი შეგვეფერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ორივე მოდელი და შევქმნათ საკუთარი, რომ გავიმარჯვოთ და წინ წავიდეთ. ჩვენი პროექტი ამბიციურია. ჩვენ გვაქვს საკუთარი ძლიერი მხარეები და გვინდა ავაშენოთ სისტემა, რომელიც ჩვენთვის შესაფერისია. ეს პროცესი მიმდინარეობს სხვა ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის დახმარებით. იმისათვის, რომ სხვებზე უკეთესები ვიყოთ, უნდა შევისწავლოთ სხვების გამოცდილება, მაგრამ ჩვენი გზა ვიპოვოთ.

მართალია, იტალიის ნაკრების ბოლო შედეგები სამაგალითო არ არის და ეს კარგი არავისთვის არის, ჩვენ არ გვახარებს ის ფაქტი, რომ იტალიის გუნდს უჭირს. ათი წელია, რაც B ტურნირზე მაღლა ვართ, რაც წინსვლის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს. ჩვენ ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია. გასულ წელს შემოდგომის ერთა თასზე ჩვენმა მოგზაურობამ დაამტკიცა, რომ დიდ ერებთან თამაში პროგრესირების საშუალებას გვაძლევს. ეს ამყარებს იმ აზრს, რომ ზედა დონის ნაკრებებთან ინტეგრირებით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კიდევ უფრო უკეთეს შედეგს. ეს რვაგუნდიანი შეჯიბრებაც ძალიან საინტერესო ფორმატად მივიჩნიეთ. თუ მსოფლიო რაგბიმ მოახერხა ამ ფორმატის შეჯიბრების გაგრძელება, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, იტალიელებისთვის და მსოფლიო რაგბის განვითარებისთვის", - აცხადებს იოსებ ტყემალაძე ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი ,,0'' აკლია.დაანონსებული ათასი მოედანი იყო.თითო სოფელს რაგბის სულ მცირე 2 მოედანი მაინც უნდა ჰქონდეს.მაგალითისთვის:ხან ზემო მაჩხაანი მოიგებს-ხან ქვემო.კონკურენცია კი ქართულ რაგბის მსოფლიო მწვერვალზე აიყვანს.მოედნები საშური საქმეა და მალე უნდა დავიწყოთ
giorgi
20:05 22-10-2021
4
წარმატებები სოსო!!
zviads
15:08 22-10-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული