რაგბი

სხვადასხვა

"ჩემი გული ორად არის გაყოფილი" - რას ჰყვება "ბიარიცის მეფედ" წოდებული, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ქართული ფესვებით

AutoSharing Option
რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა რაგბ­იში ნო­ემ­ბრის ტეს­ტე­ბის პირ­ვე­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. ქარ­თვე­ლი "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" მე­ტო­ქე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის მზა­დე­ბა­ში მყო­ფი საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ფრანგ მო­რაგ­ბე­ებ­თან ბრძო­ლა­ში ჩვე­ნი გუნ­დი ან­გა­რი­შით 41:15 და­მარ­ცხდა...

ფრან­გულ გა­ზეთ Ouest-France-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ დი­მიტ­რი იაშ­ვილ­თან - რაგბ­იში საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ ნა­ხე­ვარმცველ­თან, ამ­ჟა­მად კი France Televisions-ის სპორ­ტულ კონ­სულ­ტან­ტთან, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ევი­ენ რე­ნუს ესა­უბ­რე­ბა. სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "ქარ­თვე­ლე­ბი - მედ­გა­რი, ძლი­ე­რი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამ­წე­ვი მო­თა­მა­შე­ე­ბია", დი­მიტ­რი იაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბე­ბის შეხ­ვედ­რი­სას მისი გული ორად იყო­ფა...

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- სა­ი­დან იწყე­ბა
თქვე­ნი "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი"?

- მე საფ­რან­გეთ­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ თავს ქარ­თვე­ლად მი­ვიჩ­ნევ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მა­მის მხრი­დან - კარ­ლო იაშ­ვი­ლი, კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში - სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი. იგი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­თე­ლი არ­მი­ის რი­გებ­ში გერ­მა­ნელ ფა­შის­ტებს ებ­რძო­და, ტყვედ ჩა­ვარ­და, გა­იქ­ცა და საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას შე­უ­ერ­თდა, კვლავ გერ­მა­ნე­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად...

- რა ად­გი­ლი აქვს და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თულ კულ­ტუ­რას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?
- ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლო­ბა ხა­სი­ათ­ში მაქვს (იცი­ნის) და იმა­შიც, თუ რო­გორ ვუ­ყუ­რებ ცხოვ­რე­ბას. ჩემი ბა­ბუა და ბე­ბია ხში­რად მიყ­ვე­ბოდ­ნენ ბევრ ის­ტო­რი­ას შო­რე­ულ, ზღაპ­რულ სამ­შობ­ლო­ზე - სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მაგ­რამ ვიდ­რე სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ ნა­ხავ, მა­ნამ ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გებ... სამი წლის წი­ნათ მე და ჩემი ორი ძმა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვე­დით და სამ­შობ­ლო მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­ვი­ა­რეთ. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქოს­და ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბი იყო, თით­ქოს­და იქ უკვე ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი... უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა. იცით, ყვე­ლა­ფერს სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოს­ცემ... ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო.

- და რა­ტომ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?
- ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა დიდ როლს ას­რუ­ლებს. ვი­ყა­ვით მშობ­ლი­ურ მთი­ან სო­ფელ­ში, მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სახ­ლი, სა­დაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ბა­ბუ­აჩ­ვე­ნი და­ი­ბა­და...

- თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა? რით ჰგავს ან გან­სხვავ­დე­ბა სხვა კულ­ტუ­რე­ბის­გან?
- ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე, სი­კე­თე­ზე, ადა­მი­ა­ნი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და დახ­მა­რე­ბა­ზე. ქარ­თული კულ­ტუ­რა მო­ი­ცავს ყოფა-ცხოვ­რე­ბის ადათ-წე­სებს, უფ­ლი­სად­მი რწმე­ნას, სიმ­ღე­რებს, სტუ­მარმას­პინ­ძლო­ბას, ეროვ­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბას... სხვა­თა შო­რის, არის დე­და­მი­წა­ზე ად­გი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰგავს... მე 20 წე­ლია ოჯა­ხით ბას­კე­თის ქვე­ყა­ნა­ში (საფ­რან­გე­თის ნა­წილ­ში) ვცხოვ­რობ.