საქართველოს რაგბის კავშირი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის მოთხოვნით.

რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა "მსოფლიო რაგბისთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
თავის დროზე ბიძინა თურმე ფეხბურთში აპირებდა ამ ფულის ჩადებას და ფეხბურთის მაშინდელი ბოსების დამსახურებით არ გამოვიდა ეგ საქმე, კიდევ კარგი თორემ ხომ დაღუპავდა ქართულ ფეხბურთს და ქართულ კლუბებს? ასეთი წარმატებული ხო არ იქნებოდა ფეხბურთი? მოკლედ გადარჩა ფეხბურთი და დაღუპა რაგბი ამ კაცის აშენებულმა სტადიონებმა, ინფრასტრუქტურამ და კლუბების დაფინანსებამ.. რა გეშველებაო ზოგიერთებს
რეზო
23:17 23-01-2022
3
ნეტა ბიძინასთსან სასაყვედურო რა აქვთ რაგბისტებს და მითუმეტეს გულშემატკივრებს? სინდისიც კაი საქონელია
გია
13:42 21-01-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული