"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა

AutoSharing Option
"მსოფლიო რაგბი" კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას. გლობალური რაგბის ოჯახი სოლიდარულია მათ მიმართ, ვინც დაზარალებულია ამ ღრმად შემაშფოთებელი მოვლენებით და გლობალურ საზოგადოებას მშვიდობის აღდგენის მოწოდებაში უერთდება.

რაგბის მსოფლიო აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდგას დაუყოვნებლივ დამატებითი ნაბიჯები რაგბის ოჯახის დასაცავად და მტკიცე პოზიცია დაიჭიროს კონფლიქტის წინააღმდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციების შესაბამისად:

რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირის სრული და დაუყოვნებელი შეჩერება მსოფლიო რაგბის წევრობისგან შემდგომ გაფრთხილებამდე.

გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის ღირებულებების სოლიდარობის, მთლიანობისა და
პატივისცემის ინტერესებიდან გამომდინარე. მსოფლიო რაგბი ასევე აგრძელებს კონტაქტს უკრაინის რაგბის ფედერაციის კოლეგებთან და ქვეყნის რაგბის საზოგადოებას სრული  მხარდაჭერა გამოუცხადა.

წყარო: fijitimes

altპუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს


მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიანაც კარგი!!!
tngh
01 მარტი 2022 13:31
2
შენ როგორც მახსოვს ვანიები გეუვასებოდა :D რა იყო ჭუკჭუკ, ნავი შეიცვალე ხო? იყნოსე არა? :DDD
kaxa
02 მარტი 2022 02:19
0
ეს ღონისძიება უნდა გაგრძელდეს სანამ რუსეთი არ მოახდენს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დეოკუპაციას!!! ეს არის ახლა მთავარი.
ფეხბურთელი
01 მარტი 2022 13:13
2
რაგბი ევროპის ჩემპიონი ურუსეთოდ გახდება ?
rugby
01 მარტი 2022 13:06
2
აკი სპორი პოლიტიკა არ არიოს ჩვენმა მთავრობამ? ესენი დათვები კი არა პატარა კაცუნები არიან, ბოღმები და ხალხების მტრები სპორტსმენებიც, კულტურის უმეტესი მოღვაწეც და მთელი მათი საზოგადოებაც. მჯერა ეს მსოფლიო საბოლოვოდ გააცნობიერა და ამ ფაშისტებს ყველგან დაბლოკავენ, როგორც ეკონომიკაში და ფინანსებში, ასევე სპორტში, კულტურაში და საერთოდ ყველაგან სადაც შეიძლება ვინმეს დაბლოკვა. მათ უნდა იგრძნონ მთელმა მოსახლეობამ პასუხისმგებლობა ყველაფერზე რასავ მათი არჩეული მთავრობა უკეთებს სხვა ქვეყნის ხალხებს. უკრაინა ამ ომში იცავს არა მარტო თავის ქვეყანას და ღირებილებეს, არა მეტ ჩვენი და ევროპელი ხალხების ღირებუებებს. ჩვენ ყველაფრით რითიც შეგვიძლია უნდა დავდგეთ ჩვენი ძმების გვერდში.
G.LA
01 მარტი 2022 12:51
5
შავი ლომის რა ისმის? იმედია ჩუმად არ შეხვდებიან თურქეთში ან სადმე ენისეის. ძალიან გაგვეპარა ალღოც და თავმოყვარეობაც ამ ბოლო დროს.
რეზო
01 მარტი 2022 11:15
10
2008ში ან 2014ში რატო ვერ გაბედეთ იგივე? მსოფლიო გავილებით უკეთესი იქნებოდა მერკელი უნდა დააპატიმრო პუტინისთვის ასეთი ლოიალურობის გამო გერმანია რო ხარ ნატოს წევრი სდაც 27 ქვეყანაა პლიუს ამერიკა და რუსეთის გეშინია მაინც :)
ნოდო
01 მარტი 2022 11:02
1
დაგმეთ ეს გადაწყვეტილება ქოცებო
ტრეი
01 მარტი 2022 10:54
13
რაღაც სარგებელიც მოუტანეს ამ სანქციებმა რუსებს თორე ჩვენი გამწარებული ბიჭები 100-0 მოუგებდნენ ალბათ :D :D (აუტების ჩაწოდება თუ ვისწავლეთ და ბურთის ხელში დაჭერა)
:D :D
01 მარტი 2022 10:42
1
ეს ჩვენი იმბეცილი ვაი პოლიტიკოსები კიდევ ამბობენ რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო. და თამაშზე ვინც უკრაინის დროშებით მივა შესაბამის ზომებს მივიღებთო. კიდევ კარგი არსებობს მსოფლიოში საღი აზრი რასაც აშკარად მოკლებულია ჩვენი მმართველი ვაიპარტია. სირცხვილია მაგრამ სადაა შუბლის ძარღვი?
ზურა
01 მარტი 2022 10:23
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული