დებიუტი 26 მარტს, კენიის "სიმბასთან" უნდა შემდგარიყო, თუმცა კენიელები სამხრეთ აფრიკაში დროულად ვერ ჩავიდნენ.
მომავალი მატჩი ქეიფთაუნში, „ვილაჯერიზე“ გაიმართება და ის ქარის თასზე ზიმბაბველთათვისაც სადებიუტო იქნება.
"გოსჰოქსი" ზიმბაბვეს ნაკრების საბაზო გუნდია, რომელიც ეროვნული, 7-კაცა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. ქარის თასს აფრიკელები მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებელ ტურნირად განიხილავენ, რომელიც ივლისში გაიმართება.
"გოსჰოქსი" სამხრეთ აფრიკაში 21 მარტიდან ემზადება და გასულ შაბათს "კავალიერსთან" ამხანაგური, გასახურებელი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი, 1989 წელს სწორედ ზიმბაბვესთან გამართა (ქუთაისში) და მეტოქე 16:3 დაამარცხა.
"შავი ლომი" სამხრეთ აფრიკაში სამ ეტაპად ჩავიდა. 18 მარტს იქ გუნდი 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, 23-ში მათ 8 "ბორჯღალოსანი" შეუერთდა, 29 მარტს კი გუნდს რუსთავის "ხარების" კვაჭი ლევან ჭავჭავაძე დაემატა.
პირველ ორ შეხვედრაში გუნდს ლადო კილასონია უხელმძღვანელებს და სადებიუტო მატჩისთვის მან 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გოგა ქადარია და ნიკა პატარაია. მარქაფაში არიან ლევან ჭავჭავაძე, მიხეილ ორაგველიძე და გიორგი პერტაია.
მეორე ხაზში თამაშს იწყებენ ლაშა ჯაიანი და მიხეილ ბაბუნაშვილი, შეცვლაზე კი ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ. მესამე ხაზში არიან გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური და ლუკა ივანიშვილი, რომელთაგან ერთ-ერთს სანდრო მამამთავრიშვილი შეცვლის.
9-10 ნომერზე ძირითადში არიან გიორგი ბეგაძე და გიორგი ბაბუნაშვილი, ცენტრში გურამ ქანდაურაშვილის და დემურ თაფლაძის წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე თამაშს თემურ ჭიჭინაძე და სანდრო სვანიძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი მირიან მოდებაძეა. ხაზში შეცვლაზე ვიხილავთ თენგიზ პერანიძეს, ლუკა მატკავას და შალვა აფციაურს.
შემადგენლობაში 10 "ბორჯღალოსანია" და მათგან 6-ს 10-ზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი – მოდებაძე, თაფლაძე, ბეგაძე, ჯაიანი, თხილაიშვილი და ჭეიშვილი.
განაცხადში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც აქამდე "შავი ლომის" შემადგენლობაში არ უთამაშიათ – თხილაიშვილი, ჭიჭინაძე, ჭავჭავაძე და შალვა აფციაური.
rugby.ge
"ქარის თასი" - "სიმბასი" "შავ ლომთან" სათამაშოდ ვერ ჩავიდა
სუპერთასის ნახევარფინალი - "შავი ლომი" "იბერიანსს" 17 აპრილს უმასპინძლებს
სატელევიზიო ჩვენების შესახებ რამე ცვნობილია ?