"შავი ლომის" გამარჯვება ზიმბაბველებთან - რატომ ვერ ვნახეთ და როდის ვიხილავთ მატჩს?

AutoSharing Option
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა "შავი ლომი" "ქარის თასის" სადებიუტო შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში, ზიმბაბვის "გოსჰოქოსთან" გამართა და 34:10 დაამარცხა.

დაგეგმილი პირდაპირი რეპორტაჟი ვერ შედგა და როგორც "შავი ლომის" ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, ადგილზე არსებული ტექნიკური პრობლემების გამო,
ინფორმაციის დროულად მოწოდებაც ჭირდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველი მორაგეები 17:3 იგებდნენ. ამ ეტაპზე, სტატისტიკური მონაცემები უცნობია. იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ "შავმა ლომმა" პრემიალური ქულა მოიპოვა და 5 ქულა აქვს.

რაც შეეხება შეხვედრის ხილვას - ის დღეს, 3 აპრილს, 18:00 საათზე, "რაგბი TV"-ის ეთერში შეგეძლებათ.

alt"შავი ლომის"

შემადგენლობა - კენიელების ნაცვლად ზიმბაბველების წინააღმდეგ

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ომია უკრაინაში და იქიდან გამოსცემენ ყველაფერს. კარგით რა.....
აბო
03 აპრილი 2022 14:57
1
ხო ხო, ტექნიკური გაუმართაობაო... მიდით მიდით დააფარეთ ხელი ამ მთავრობას. მაგათი ბრალია. არ უნდოდათ მიშა გართობილიყო საკანში და ნასიამოვნები დარჩენილიყო.
მაწუკი ბაღანა
03 აპრილი 2022 13:32
13
ვავა,ვავა მიშა
დათო
07 აპრილი 2022 14:51
0

სიახლეები პოპულარული