საქართველოს 7-ქალა ნაკრები "ალაფაზე" მეშვიდეა

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპის ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

გოგონებმა ზაგრების ეტაპი მე-7, ხოლო ბუდაპეშტის მე-8 ადგილზე დაასრულეს, ჯამში 14 ქულა დააგროვეს და საბოლოოდ, შარშანდელის მსგავსად მე-7 ადგილზე გავიდნენ.

მეორე ეტაპის მეორე სათამაშო დღეს გოგონებმა სამივე თამაში დათმეს. მეოთხედფინალში პორტუგალიასთან 0:33 მარცხის შემდეგ, გუნდში ტრავმებმა იჩინა თავი. ამ მიზეზით უნგრეთში ჩვენი 7-ქალა ერთით ნაკლები მოთამაშით ჩავიდა, ტრავმების ფონზე კი დაღლილობამაც იჩინა თავი და მე-5 ადგილის ნახევარფინალში თურქეთმა 22:5, ხოლო მე-7 ადგილისთვის უნგრეთმა 15:12 იმარჯვა.

ამით წლევანდელი რაგბი
ევროპის „ალაფის“ გათამაშება დასრულდა და მე-7 ადგილის დაკავების შემდეგ, გოგონებმა 2023 წლისთვის ევროპის მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის მეორე, ბუდაპეშტის ეტაპზე

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი, კაპ.), ლიკა ხუფენია (ზუგიდი), სალომე საღარაძე (ხობი), ლიკა პერტაია (დარჩელი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა ხაბულიანი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კარგი ფოტოა
ნიკ
23:01 23-06-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული