რაგბი

სხვადასხვა

სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის ბოლოსწინა ტურში, "ჰითმა" "ბათუმს" თელ-ავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინ "შავ ლომსა" და "ჰითს" შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო.

მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ, ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და სტუმრების შეცდომებითაც უკეთ ისარგებლეს. მატჩის დებიუტში "ბათუმი" ფაზური შეტევებისგან კარგად იცავ
და თავს, თუმცა მე-13 წუთზე მოკლე ფრთა დაუცველი დარჩა და მარჯვენა ალამთან გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 31-ე წუთზე "ჰითმა" ჯარიმაც გაიტანა, ამის შემდეგ "ბათუმმა" შეძლო მეტოქის 22-ში ფეხის მოკიდება და მეტოქე 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა.

სტუმრებმა კარგი ხელდახელ შეტევა განახორციელეს და ფეხით თამაშის შემდეგ მეტოქე წნეხში მოაქციეს, მერე კი 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტიეს. ამ კომპონენტში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქე ორჯერ დააჯარიმეს, თუმცა მესამე ჯერზე თავად დაჯარიმდნენ და ტაიმი უქულოდ დათმეს – 0:10.

მეორე ტაიმიც ზღვისპირელთა ხელდახელ შეტევებით დაიწყო და ამას 45-ე წუთზე ჯარიმა მოყვა, რომელიც მამუკა ნინიძემ 3 ქულად აქცია. სამწუხაროდ, "ჰითმა" შეძლო თამაშის სასურველ რითმში დაბრუნება და საპასუხო ჯარიმა გაიტანა, 56-ე წუთზე კი მსაჯმა ბექა ურჯუკაშვილი გაასინბინა და თელ-ავიველებმა 1 წუთში ფეხით გადაკიდების შემდეგ ლამაზი ლელო გაიტანეს.

59-ე წუთზე არჩილ თურმანიძემ შერკინებიდან გაიტანა ბურთი და მოკლე ფრთაზე შეუტია, ოვალი ფეხით გადაიკიდა, თავად აიღო და ლელოთი სტუმრები თამაშში დააბრუნა, თუმცა განახლდა თუ არა შეხვედრა, "ჰითმა" სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა და საბოლოოდ 25:8 გაიმარჯვა.

Rugby.ge

ტეგები: