რაგბი

სხვადასხვა

"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე ქართული დერბი 29 ოქტომბერს თბილისში, "ავჭალაზე" 16 საათზე დაიწყება. აღმოსავლეთ კონფერენციის დასკვნით ტურში "შავი ლომი" "ბათუმს" მასპინძლობს.

"შავი ლომი" 18 ქულით პირველ ადგილზეა და ნახევარფინალის საგზური გარანტირებული აქვს. ის "თელ-ავივ ჰითს" 4 ქულით უსწრებს და დასკვნით ტურში გაირკვევა პირველი ადგილით გავა ნახევარფინალში თუ მეორეთი. "ბათუმი" 9 ქულით მესამეა და სამწუხაროდ, ნახევარფინალში გასვლის შანსი აღარ აქვს.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ერთმატჩა ნახევარფინალში დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს საკუთარ მოედანზე მასპინძლობს. ამისათვის "შავ ლომს" მეექვსე ტურში 2 საცხრილო ქულის აღება
სჭირდება. დასავლეთ კონფერენციას 19-19 ქულით პორტუგალიური და ესპანური ფრენჩაიზები ლიდერობენ და დიდი ალბათობით საქართველოში ესპანური "იბერიანსი" ჩამოვა, "ჰითი" კი პორტუგალიაში "ლუზიტანუშს" ეწვევა.

გასულ კვირაში ბუქარესტში "ვულვზთან" 49:6 მოგების შემდეგ "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ორი მორაგბე შეცვალა. ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად თამაშს ოთარ ლაშხი იწყებს, კვაჭის პოზიციაზე კი შალვა მამუკაშვილს ჯაბა ბრეგვაძე შეცვლის. ოთხი ახალი სახეა მარქაფაში – კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი და ხაზში ლაშა ლომიძე.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. VI ტური
29 ოქტომბერი. თბილისი. „ავჭალა“ 16:00
შავი ლომი (საქართველო) – ბათუმი (საქართველო)
შავი ლომი

ხაზი:
15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

30 ოქტომბერი. 20:00
ჰითი (ისრაელი) – ვულვზი (რუმინეთი)

შავი ლომი – 18, 2. ჰითი – 14, 3. ბათუმი – 9, 4. ვულვზი – 5

დასავლეთ კონფერენცია

ლუზიტანუში (პორტუგალია) – დელტა (ნიდერლანდები) (28 ოქტომბერი. 23:00)

იბერიანსი (ესპანეთი) – დევილზი (ბელგია) (30 ოქტომბერი. 15:30)

ლუზიტანუში – 19, 2. იბერიანსი – 19, 3. დევილზი – 6, 4. დელტა – 5

Rugby.ge