41:9 - "შავმა ლომმა" "იბერიანსი" დაჯაბნა და ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში "შავმა ლომმა" "ავჭალაზე" ესპანური "იბერიანსი" 41:9 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

ქართულმა ფრენჩაიზმა 6 ლელო გაიტანა და არცერთი არ გაუშვა.

სუპერთასის პირველ გათმაშებაში "შავმა ლომმა" "იბერიანსს" 43:40 სძლია, ამჯერად კი მეტოქემ ქართულ გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, რომელიც 10:6 დასრულდა. შესვენების შემდეგ ესპანელებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მერე ლევან მაისაშვილის შეგირდებმა გადამწყვეტი უპირატესობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ჰეთ-ტრიკი აკა ტაბუცაძემ შეასრულა.

17 დეკემბერს, გადამწყვეტ მატჩში "შავი ლომი" "ლუზიტანუშსა" (პორტუგალია) და "თელ-ავივ ჰითს" (ისრაელი)
შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
პირველ ტაიმში თითქოს თანაბრად მივდიოდით,მაგრამ უკვე მაშინვე იგრძნობოდა,რომ ჩვენ ძლიერები ვიყავით.შარშანაც წინ გავიჭერით,თუმცა საქმე მოთავებულად ჩავთვალეთ და კინაღამ დავისაჯეთ.ახლა კი,ამის საშუალება აღარ მიგვიცია.გილოცავთ და ყოჩაღ ბიჭებო.ბუკამ კი უთხრა მსაჯს,მე რობოტი ვარ,არაფერი დამემართებაო,მაგრამ მასაც თავის შეხვევა დასჭირდა და სოსო კი,სულაც შესაცვ₾ლელი შეიქმნა.ძლივს ბიჭმა მოირჩინა ტრავმა და ახლა ეს დაჯახება.ძალიან შევწუხდი მის გამო,მახსოვს,როგორ თამაშობდა ადრე,იმ საბედისწერო ტრავმის მიღებამდე და მჯერა,კიდევ ათამაშდება ისევე,როგორც იმ ზღაპრულ თამაშებში გვახსოვს.მანამდე კი,მისი დიქტორობაც მომეწონა,უკვე გამზადებული კადრია და სანამ თამაშს ვერ შესძლებს,ისევ მიკროფონთან ველოდები.იმედია მალე გამოჯანმრთელდება,ორივე.შავი ლომის მხრიდან,მეორე ტაიმი(პირველიც,მაგრამ უფრო ნაკლებად),უკვე სერიოზული თამაში იყო და მჯერა,ფინალშიც გაიმარჯვებს.მერე კი,უფრო სერიოზული ლიგა გვჭირდება.ცოდვაა ეს ბიჭები,ამ დონისათვის.
სოსო
05 დეკემბერი 2022 16:41
0
"შავმა ლომმა" შავი დღე აყარა მეტოქეს.სულ წინ და წინ,ბიჭებო,უმაღლესი სარაგბო მწვერვალებისკენ.საქართველოს იმედი და სიხარული ხართ.უფალი გფარავდეთ მუდამჟამს!!!
მერაბი"
05 დეკემბერი 2022 11:03
0
მოგება გასახარია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ წინა თამაშებთან შედარებით ხარისხიანი რაგბი აჩვვენეს
ზაზა
05 დეკემბერი 2022 10:39
0
მგლები ხართ)მაგრამ ეს ტაბუცაძე ისე ენარცხება ჩათვლის მოედანში მეშინია არაფერი მოიტეხოს)მეორე ლელოს დროს ბურთი ცხვირში მოირტყა)))
გიუშა
04 დეკემბერი 2022 21:41
0
ნახევარი თამაში,ტაბუცაძე თითქმია არ ჩანდა,მაგრამ როცა მეტოქე დაიღალა,სამი ლელო დადო.აკას ტინის შერყევა ჰქონდა და ნაკრებში თამაშები გაუცდა,ამიტომ ვფიქრობდი,მისი პასიურობა,ფორმაში არ ყოფბის ბრალკი იყო,თუმცა სამ ლელოს,ცუდ ფორმაში მყოფი კაცი ვერ დადებს.აი რაღაცა რომ აშკარად აწუხებდა,ეს კი სამივე ლელოს დროს,აშკარად გამოჩნდა.ყოველ ჯერზე,წამოდგომა უჭირდა და თავს ცუდად გრძნობდა.იმედია ფინალშიც დაგვეხმარება.ის საქართველოს საუკეთესო მელელოვეა და ფინალში აუცილებლად დაგვჭირდება.
სოსო
05 დეკემბერი 2022 16:24
0
მაგარია ბიჭებო!
გილოცავთ!
დიდება გმირებს! ყველგან და ყოველთვის!
ბს
04 დეკემბერი 2022 19:58
0

სიახლეები პოპულარული