
მატჩი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. მე-5 წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 3:0.
თუმცა ორ წუთში არგენტინა დაწინაურდა. ლელოს ავტორი მარკოს კრემერი გხადა. მე-11 წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა არგენტინელის მიერ მეტოქე მორაგბის ბლოკირების გამო. ამის მიუხედავად მეტოქემ მაინც შეძლო ლელოს დამიწება, ამჯერად ეს ლუჩანო გონსალეს-რიძონიმ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა ვერც ერთი გარდასახვა გაიტანეს.
მე-18 წუთზე კი
25-ე წუთზე სანტიაგო რუის მიითვალა ლელო, ხოლო ტომას ალბორნოს გარდასხვა გაიტანა და არგენტინამ სხვაობა გაზარდა - 17:6.
35-ე წუთზე გელა აფრასიძემ შორეული დარტყმით კვლავ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:17 გახადა.
38-ე წუთზე აფრასიძემ რიგით მეოთხე ჯარიმა შეასრულა და ამჯერად სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 12:17.