19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან გამართავენ, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ესპანეთსა და რუმინეთს შორის მოგებულს ნახევარფინალში დაუპირისპირდება.

ამ გუნდების გარდა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, ბელგიის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებები.

ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებული მომავალ წელს ჰონგკონგში გასამართ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" იასპარეზებს, რომელიც თავის მხრივ, 2015 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა.

საქართველოს ნაკრები
შერკინება: ზაზა ხარებავა (არმია), დავით ფხაკაძე, გიორგი მაგველანი, ბესიკ ბარბაქაძე, ნიკა გიგაური (ოთხივე -
არმაზი), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), გიორგი ტორაძე, ბადრი დანგაძე (ორივე - აია), ბადრი ალხაზაშვილი, საბა შუბითიძე (ორივე - აკადემია), როლანდ კვაჭაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი (ორივე - ლელო), დავით პაპავაძე (ჯიქები), ჟორა მღებრიშვილი (ხარები).
უკანა ხაზი: თემურ თუთბერიძე, რეზო ჯინჭველაშვილი, თემურ ირემაძე (სამივე - აია), რეზო ბროძელი, ბადრი ლიპარტელიანი (ორივე - არმაზი), გიორგი ნათელაშვილი, დავით გულიტაშვილი (ორივე - ხარები), გიორგი ტალახაძე (ხულიგანა), ანზორ სიჭინავა (აკადემია), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), გიორგი აფციაური (არმია), ირაკლი სვანიძე (ჯიქები).

ევროპის ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
საქართველო-ჩეხეთი, რუმინეთი-ესპანეთი, ბელგია-რუსეთი, პორტუგალია-პოლონეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებიიიიიიიი
tamo
11:43 24-10-2013
0
წარმატებები ბიჭებს... გამარჯვებულები დაბრუნდით !
tamo
11:42 24-10-2013
0

სიახლეები პოპულარული