საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში პირველი მატჩი გამართა და ჩეხეთის ნაკრებს დიდი ანგარიშით, 69:8 მოუგო.

ჩეხ თანატოლებთან თამაშით, ცხადია, ჩვენი გუნდის ნამდვილი ძალის გარკვევა ძნელია, თუმცა, ცხადია, ფავორიტი ამ ტურნირზე სწორედ საქართველოს ნაკრებია.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, რომელთაგან გიორგი აფციაურმა და რევაზ ჯინჭველაშვილმა შვიდი გარდასახეს. ორ-ორი ლელო ზურაბ ხარებავამ და გიორგი აფციაურმა მიითვალეს.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები იქნება, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად, რუმინეთის გუნდი
დაამარცხა - 27:3. მეორე ნახევარფინალურ მატჩში პორტუგალია და ბელგია დაწყვილდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებული მომავალ წელს ჰონგ კონგში, "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" იასპარეზებს.

საქართველო
15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ნათელაშვილი, 12. რევაზ ბროძელი, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე. 1. ზაურ ხარებავა, 2. გიორგი თორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. დავით პაპავაძე.
16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზაშვილი, 18. ბექა კაკაბაძე, 19. ნიკოლოზ გიგაური, 20. ჟორა მღებრიშვილი, 21. გიორგი ტალახაძე, 22. ანზორ სიჭინავა, 23. ირაკლი სვანიძე.

მეოთხედფინალი
ბელგია-რუსეთი 33:12
რუმინეთი-ესპანეთი 3:27
ნახევარფინალი
საქართველო-ესპანეთი
ბელგია-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული