U19. საქართველო VS ესპანეთი - წინ ნახევარფინალია

AutoSharing Option
30 ოქტომბერს საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე მორიგ მატჩს გამართავს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში უმცროსი "ბორჯღალოსნები" ესპანელ თანატოლებს შეხვდებიან. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში იასპარეზებს.

ქართველ და ესპანელ 19-წლამდელთა ნახევარფინალური მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ხილვა შესაძლებელი იქნება სტრიმის ბმულის საშუალებით, რომელიც განთავსდება რაგბის კავშირის საიტზე.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც ასევე 30 ოქტომბერს გაიმართება, ერთმანეთს მასპინძელი პორტუგალიისა და ბელგიის 19-წლამდელთა ნაკრები გუნდები შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი ნაკრები გაისად 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფზე მიიღებს
მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები
შერკინება: 1. ზაურ ხარებავა, 2. გიორგი თორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. საბა შუბითიძე (კაპ), 8. ჟორა მღებრიშვილი.
ნახევარდაცვა: 9. თეიმურაზ თუთბერიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი.
ხაზი: 11. დავით გულიტაშვილი, 12. რევაზ ბროძელი, 13. გიორგი თალაკვაძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. გიორგი აფციაური.
მარქაფა: 16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზაშვილი, 18. ბექა კაკაბაძე, 19. დავით პაპავაძე, 20. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 21. ბადრი ლიპარტელიანი, 22. ანზორ სიჭინავა, 23. ირაკლი სვანიძე.

წყარო: rugby.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ ვნახოთ ეს მატჩი
misha
21:22 30-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული