"უმცროსი ბორჯღალოსნები" უკრაინელი 20-წლამდელების წინააღმდეგ ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მომავალი წლის 10-20 აპრილს პოლონეთში გასამართი ევროპის ელიტური ჩემპიონატისთვის ემზადება.

ჩვენი მორაგბეები "შევარდენის საწვრთნელ ბაზაზე" 18 და 22 დეკემბერს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 35 მორაგბეა, რომელთაგან მწვრთნელები თამაშის საშუალებას ყველას მისცემენ.

საქართველოს ნაკრები
ნიკა ნეფერიძე, ლაშა გედეხაური, სანდრო პაპუნაშვილი, ლაშა მამუჩარაშვილი, გაგა არაბული (ყველა - ლოკომოტივი), ვანო მარგალიტაძე, ბესო გოგოლაძე, კახა ელბაქიძე, სანდრო მერკვილიშვილი (ყველა - არმია), დავით ფაილოძე (ლელო), ლაშა ტაბიძე, ვასილ ლობჟანიძე, დავით ლობჟანიძე, ირაკლი ცხადაძე (ყველა - არმაზი), სანდრო აბაშიძე, ბექა
მაზმიშვილი, კოტე ახობაძე, სანდრო ილურიძე (ყველა - აკადემია), მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ჯავახია, ოთარ გიორგაძე, თორნიკე მანაგაძე (ყველა - აია), თორნიკე ზოიძე (აკადემია), ბექა გორგაძე, თორნიკე აქუბარდია, გიორგი კოშაძე (სამივე - ხარები), ლაშა საჯაია, ირაკლი სვანიძე, ვახტანგ გაბისიანი (სამივე - ჯიქები), ლევან გურგენიძე, თემურ ცქვიტავა (ორივე - რაინდები), გიორგი გვესელაძე (იუნკრები), სოსო ჯაფარიძე, ბექა ნონიაშვილი (ორივე - ხულიგანა), გიორგი მელაძე (ყოჩები).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული